in

მუქი ფერის სამზარეულო – იდეები შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

თანამედროვე სამზარეულოს დიზაინის ტენდენციები რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: ბუნებრივი ფერები, ფორმების სიმარტივე, პრაქტიკულობა და ეკოლოგია. ბოლო დროს მომხმარებლები ირჩევენ მინიმალისტური სტილის სამზარეულოებს, რომლებიც შედარებით მუქ ფერებშია გადაწყვეტილი.

მუქი ფერი ყოველთვის სიმდიდრესა და ელეგანტურობასთან ასოცირდება. შავი გრაფიტი, ხავერდოვანი ტონები, მუქი ლურჯი და შინდისფერი ტონები სახლის ამ ნაწილში განსაკუთრებულ ხასიათს ქმნის.

მუქი ფერები უფრო შთამბეჭდავად გამოიყენება დიდი სივრცის მქონე სამზარეულოებში, რომლებსაც მაღალი ჭერი და კარგი განათება აქვთ. დიდ ფართობზე შედარებით მარტივია მუქი აქცენტებით თამაში და სხვადასხვა ექსპერიმენტები.

თუ სამზარეულო პატარაა, შეიძლება მუქმა ფერებმა კიდევ უფრო შეამციროს ის, ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეული ავეჯისა და ტექნიკის ფერები და დეტალები დიდი ყურადღებით შეუხამოთ ერთმანეთს.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პროექტს, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ დახვეწილი და მყუდრო სამზარეულოს ინტერიერის შექმნა გსურთ.

სახლი ტბის პირას – Catalina Poblete+Guillermo Hevia García-ს პროექტი

არქიტექტურა, როგორც აზროვნების უნარი და ცხოვრებისეული გატაცება — ინტერვიუ მარიამ მენაბდესთან