in

VELI.store-ზე ექსკლუზიური იტალიური ბრენდის, Ariete-ს პროდუქცია დაბრუნდა

VELI.store-ზე ექსკლუზიური და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იტალიური ბრენდის, Ariete-ს პროდუქცია დაბრუნდა. Ariete 1964 წელს ქალაქ ტოსკანში დაარსებული ბრენდია, რომელიც 2001 წლიდან DeLonghi Group-ის წევრია.

ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია და მარაგები შევსებიდან მალევე იწურება, რასაც ლოიალური მომხმარებლების, ხარისხისა და Ariete-ს თანამედროვე მიდგომები განსაზღვრავს, რომელიც ერგონომიული პროდუქციის შექმნასა და მომხმარებლების საჭიროებებზე მაქსიმალურად ზრუნვაში გამოიხატება.

Ariete-ს სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე პოპულარული ნიშური ხაზებია Moderna, Vintage და Party Time. მათი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და იტალიური ხარისხის სტანდარტებით. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ ექსკლუზიურ და ინოვაციურ ტექნიკას, რომლებიც სახლის ყოველდღიურ საქმეებს ამარტივებენ.

ბრენდის იდეებსა და კრეატიულ ხედვას ყველაზე კარგად განსაზღვრავს მათ მიერ წარმოებული პიცის ღუმელები, რომლებიც ორი დამოუკიდებელი სივრცისგან შედგება და ერთდროულად ორი სხვადასხვა კერძის მომზადების შესაძლებლობას იძლევა.

როდესაც საქმე ეხება გამორჩეული და მრავალფუნქციური პროდუქტის შექმნას, Ariete მომხმარებელს იტალიური ხარისხის სიღრმეებსა და უპირატესობებს სთავაზობს, რის გამოც მიღებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიცაა Saladino, Vaporì და Gratì.

ასე რომ, თუ სახლისთვის ხარისხიანი, დახვეწილი და მრავალფუნქციური ტექნიკის შეძენა გსურთ, VELI.store-სა და Ariete-ეს ექსკლუზიურ პროდუქციას მანამ უნდა გაეცნოთ, სანამ მარაგი ჯერ კიდევ არ ამოწურულა!

დიზაინში გამოხატული ინდივიდუალიზმი — ინტერვიუ ანანო მეგრელიშვილთან

ფერმის სტილის ნიჟარა სამზარეულოში – იდეები შთაგონებისთვის