in

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის ძირითადი ტენდენციები და ეფექტურობის ზრდის მეთოდები – რას გვთავაზობს “BIM” ტექნოლოგია

განვითარებულ ქვეყნებში სამშენებლო ინდუსტრია დღითიდღე პროგრესირებს და ტრანსფორმაციას განიცდის. შესაბამისად, ჩნდება ახალი მიდგომები, რომლებიც ტექნოლოგიურ მიღწევებთანაა დაკავშირებული. 21-ე საუკუნის  სამშენებლო ბიზნესი რამდენიმე ძირითადი ტენდენციით ხასიათდება:

ტექნოლოგია და ავტომატიზაცია — ახალი ტექნოლოგიები მშენებლობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გამოიყენება — შენობების ინფორმაციის მოდელირება (BIM  – Building Information Modelling), დრონები, 3D ბეჭდვა, რობოტიკა და ნივთების ინტერნეტ  (loT) მოწყობილობები, თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რაც გაციფრულების პროცესთან არის დაკავშირებული.

მწვანე მშენებლობა და მდგრადობა — განვითარებულმა მსოფლიომ უპირატესობა მდგრად, ენერგოეფექტურ და  ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალას მიანიჭა. პოპულარული გახდა და დიდი მნიშვნელობა შეიძინა მწვანე შენობების სერტიფიკატებმა — LEED (ლიდერობა ენერგეტიკასა და გარემოს დიზაინში), რაც უსაფრთხო და ეკო-მეგობრული პროდუქციის ხელშეწყობას ემსახურება.

ასაწყობი და მოდულური მშენებლობა — ასაწყობი და მოდულური მშენებლობის მეთოდები საკმაოდ ტენდენციურია თანამედროვე სამშენებლო სფეროში, მათი  გამოყენებით საგრძნობლად მცირდება მშენებლობის დრო, ხარჯები და სამშენებლო ნარჩენები.

მონაცემთა ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტი — პროექტის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, რესურსების გადანაწილებისა და გამოწვევების პროგნოზირებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონაცემთა ანალიტიკას და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობას.

სამუშაო ძალისა და ცვლის ხელშეწყობა —  მუშახელის დეფიციტისა და სამუშაო ძალის დაბერების პრობლემასთან გასამკლავებლად, ახალი ტენდენციის მიხედვით, კომპანიები ინვესტიციას სასწავლო პროგრამებში დებენ, რათა თანამშრომელთა ზრდასა და განვითარებას შეუწყონ ხელი.

თანამშრომლობითი და ინტეგრირებული პროექტის მიწოდება — თანამედროვე ბაზარზე აქცენტი ერთობლივი პროექტის მიწოდების მეთოდებზეც კეთდება, როგორიცაა ინტეგრირებული პროექტისა (IPD) და დიზაინის შექმნა, რაც დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციას საგრძნობლად აუმჯობესებს.

ადაპტირებული ინფრასტრუქტურა — კლიმატის ცვლილებებმა უფრო ადაპტირებული ინფრასტრუქტურის დიზაინის შექმნა განაპირობა, რაც განსაკუთრებით აქტუალური თანამედროვე სამყაროსთვისაა.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ტენდენციას უახლესი მიდგომა, BIM – შენობის ინფორმაციის მოდელირება ითვალისწინებს. მისი დახმარებით შესაძლებელია ზუსტი და კოორდინირებული ელემენტების წარმოება, შენობის მუშაობს ხარისხისა და ენერგიის მოხმარების გამოთვლა, მშენებლობის უსაფრთხოდ და ეფექტურად წარმართვა. BIM მეთოდი დიდ გავლენას ახდენს სამუშაო ძალის სწრაფ გადამზადებაზეც, 3D ვიზუალიზაციის დახმარებით კი  შესაძლო სამშენებლო  შეცდომები და დროის დანაკარგი მცირდება.

BIM მიდგომებსა და ტექნოლოგიებს საერთაშორისო კომპანია „BIM Solutions Group“-ი 2011 წლიდან იყენებს. კომპანია მიზნად ისახავს სამშენებლო სფეროს განვითარებას და მშენებლობის ეფექტურობის ზრდას. „BIM Solutions Group“-ი დიზაინის, სამშენებლო, უძრავი ქონების სექტორსა და სამთავრობო ინსტიტუტებს BIM მოდელების ფართო შესაძლებლობებს აცნობს, რათა თანამედროვე სამშენებლო სფეროს პროგრესსა და პროდუქტიულობას შეუწყოს ხელი.

საერთაშორისო კომპანია საქართველოს ბაზარზეც მოღვაწეობს („BIM Solutions Georgia“) და საქართველოში ევროკავშირის სამშენებლო სტანდარტების დანერგვაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.  სწორედ ამ მიზნით, 19 ოქტომბერს, „BIM Solutions Group“-ი,  სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC-თან თანამშრომლობით თბილისში მართავს „მშენებლობის გაციფრულების ფორუმი 2023“-ს — საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სამშენებლო პროცესების გაციფრულებაზეა ორიენტირებული.  ფორუმის მიზანია სამშენებლო ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლების გაერთიანება, ერთმანეთისთვის შეხედულებების გაზიარება და ეფექტური, ინოვაციური სამშენებლო სექტორის განვითარება.

კონფერენციაზე ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მთავრობის წარმომადგენლები გაციფრულების უპირატესობებსა და BIM მეთოდოლოგიაზე ისაუბრებენ. ასევე დამსწრე საზოგადოებას საკუთარ პროექტებსა და შეხედულებებს გაუზიარებენ YIT— სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია და “Baltic BIM Management”-ი.

პარტნიორები: ფროფერთი ჯორჯია, FIABCI Georgia, Business Media Georgia, EU BIM სამუშაო ჯგუფი, ევროპის ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, Baltic BIM Management.

სპონსორები: CMC, ანაგი, Artstudio Project.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სამშობლოს სიყვარულით ნასაზრდოები არქიტექტურა — ინტერვიუ გივი გოგრიჭიანთან

რა უპირატესობებით გამოირჩევა „Miele“-ს პროფესიონალური ხაზის ტექნიკა?