in

5 მიზეზი იმისთვის, რომ სამზარეულოს კუნძულზე უარი თქვათ

სამზარეულოს კუნძული, ახალი ბინის ან სახლის დეკორაციისას, კვლავ ერთ-ერთი მთავარი სასურველი ელემენტია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სამზარეულოს კუნძული შესაძლოა სულაც არ იყოს საუკეთესო გამოსავალი. მოდით გავიგოთ, თუ რატომ.

იკავებს დიდ ადგილს

პატარა სამზარეულოსთვის კუნძული გამოსავალი არ არის. სტანდარტული კუნძული, როგორც წესი, 2-3მ2-ს იკავებს, ასევე, თითოეულ მხარეს, აუცილებელია საკმარისი თავისუფალი ადგილის დატოვება, რათა კუნძულის გარშემო თავისუფლად იმოძრაოთ. გარდა ამისა, სამზარეულოში უნდა იპოვოთ ადგილი კარადებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის და სასადილო მაგიდისთვის. ამრიგად, ოთახის ფართობი მინიმუმ 15მ2-ს უნდა შეადგენდეს.

ართულებს კომუნიკაციების გაყვანას

თუ გსურთ, რომ ნიჟარა კუნძულზე გადაიტანოთ, მაშინ წინასწარ უნდა იფიქროთ, წყლის მიწოდებაზე. რაც უფრო შორს მდებარეობს კუნძული თავდაპირველი „სველი” წერტილიდან, მით უფრო რთული იქნება ამის გაკეთება. გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტა საბინაო სერვისებთან უნდა იყოს კოორდინირებული. თუ კუნძულზე გაზქურის დამონტაჟებას გეგმავთ, მაშინ გამწოვის გამოყენება მოგიწევთ.

ის სასადილო მაგიდას ვერ ჩაანაცვლებს

შესაძლოა, კუნძული გამოყენებულ იქნას როგორც საუზმის ან სწრაფად წასახემსებელი ადგილი, მაგრამ ის სასადილო მაგიდას ვერ ჩაანაცვლებს. კუნძულის ირგვლივ მეგობრების დიდი ჯგუფის შეკრება ან ოჯახური ვახშმის მოწყობა შეუძლებელია. ამისთვის საკმარისი ადგილი არ გექნებათ და, გარდა ამისა, მაღალი ბარის სკამებზე დიდხანს ჯდომა არასასიამოვნოა.

საჭიროებს მუდმივ დასუფთავებას

სამზარეულოს კუნძული სახლის მიზიდულობის მთავარი წერტილია, ამიტომ ის ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. ამავე მიზეზით, მასზე მუდმივად ჩნდება ზედმეტი ნივთები და გროვდება ჭუჭყი.

ფასი

თავად კუნძული შეიძლება იაფი იყოს – ფასი დამოკიდებულია ზომაზე, მასალებზე და ფუნქციონალურობაზე. თუმცა, სველი წერტილის გადატანა, ხელახალ დაგეგმარებასთან შესაბამისი კოორდინაციის უზრუნველყოფა, იატაკის ჰიდროიზოლაცია და სავენტილაციო სისტემის დაპროექტება დიდ დროს, ფულს და ძალისხმევას მოითხოვს.

რით ჩავანაცვლოთ კუნძული?

თუ გსურთ, დილის ყავისთვის მყუდრო ადგილი მოაწყოთ, მაშინ დაამონტაჟეთ ბარის დახლი ან ფანჯრის რაფა სამზარეულოს ზედაპირად გარდაქმენით.

ხის ფაქტურა ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის #Homeisინსპირაცია

აბაზანის მოწყობისას დაშვებული 7 მთავარი შეცდომა