in

#Homeisინსპირაცია: სამზარეულოს კუნძული – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სამზარეულო სახლის გულია. ეს არის სივრცე, რომელიც ყველა ოჯახის წევრს აერთიანებს და ყოველდღიურ რუტინას სასიამოვნო მოგონებად აქცევს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სამზარეულო აბსოლუტურად ფუნქციური და კომფორტული უნდა იყოს სახლის ბინადრებისთვის, მისი ესთეტიკური მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სამზარეულოს კუნძული არის დამატებითი სამუშაო ზედაპირი, რომელიც დიასახლისის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია საკვების მომზადება, პროდუქტების დახარისხება და გაშლილად განლაგება. ასევე კუნძული ხშირად გამოიყენება სასადილო ზონადაც. იმ შემთხვევაში, როდესაც ხანგრძლივი სადილის ან ვახშმის დრო ოჯახის წევრებს არ აქვთ, ეს იდეალური ადგილია სწრაფად წასახემსებლად. ამას გარდა, კუნძული იძლევა დამატებითი სათავსოების არსებობის საშუალებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ოჯახისთვის. და ბოლოს, სამზარეულოს კუნძულს ასევე შეიძლება ჰქონდეს დეკორატიული დანიშნულება – ხშირად ეს დეტალი სივრცის აქცენტირებისთვის ან ზონირებისთვის გამოიყენება. გახსოვდეთ, მცდარია შეხედულება იმის შესახებ, რომ სამზარეულოს კუნძული აუცილებლად დიდი ზომის უნდა იყოს. სწორი გეგმარების შემთხვევაში, თქვენ მარტივად შეძლებთ თქვენი ფართის შესაბამისი კუნძულის განთავსებას ნებისმიერი ტიპის სივრცეში. დღევანდელ სტატიაში ჩვენ რამდენიმე საინტერესო მაგალითი შევარჩიეთ, რომლებიც თქვენი საოცნებო სამზარეულოს დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

არასტანდარტული გეგმარების ბინა დახვეწილი შტრიხებით

#Homeisინსპირაცია: კლასიკური ბუხარი ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის