in

„MARKET SET“ — ფრანგული ესთეტიკით შექმნილი სანათების როლი ინტერიერის დიზაინში

განათებას ინტერიერში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ის სივრცის ესთეტიკასა და მიმზიდველობას განსაზღვრავს და მთავარ ხასიათს ქმნის. განათებასთან ერთად უმთავრეს როლს ასრულებს სანათების დიზაინი, რომლის მეშვეობით ინტერიერს განსაკუთრებული ელფერი ეძლევა.

დიზაინერები დიდ ყურადღებას უთმობენ სანათების სწორედ შერჩევას, რადგან ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისინი ქმნის სივრცეში მთავარ აქცენტებს. დღევანდელ ბაზარზე ამ მხრივ მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი, თუმცა დარგის ექსპერტები უპირატესობას ფრანგული სტილის სანათებს ანიჭებენ, რადგან ამ ტიპის მოდელები უნიკალური დიზაინითა და განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევა:

ესთეტიკური მიმზიდველობა — საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფრანგულ დიზაინს მრავალწლიანი ისტორია აქვს და ელეგანტური, დახვეწილი ხაზით მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ფრანგული სანათებიც თავისი მიმზიდველობითა და განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა, რის გამოც დიზაინერების დიდ მოწონებას იმსახურებს.

მრავალფეროვანი სტილი ­— ფრანგულ სანათებს მრავალმხრივი და ორიგინალური იერსახე აქვს. ისინი ხშირად  კლასიკურ ფრანგულ დიზაინსა და თანამედროვე ესთეტიკას გამოხატავს, რაც ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზს ქმნის. შესაბამისად, მრავალფეროვან ინტერიერს ჰარმონიულად ეხამება და უფრო მომხიბვლელს ხდის მას.

ხარისხი და შესრულების ოსტატობა — ფრანგული პროდუქცია მაღალი ხარისხის მასალებითა და შესრულების ტექნიკითაა ცნობილი. პრემიუმ ბრენდები დიდ ყურადღებას უთმობენ თითოეული დეტალის სრულყოფასა და დამუშავებას. ამიტომ, სანათები გამძლეობით, სიმტკიცითა და პრაქტიკულობით ხასიათდება.

ეფექტური განათება — ფრანგული სანათები იდეალურია თქვენს სივრცეში სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად. სხვადასხვა განათების ეფექტის მეშვეობითა და დიზაინის მრავალფეროვნებით მოდელებს შეუძლია, სივრცის განწყობა და ხასიათი სრულად შეცვალოს.

ფრანგული სტილის გასანკუთრებული და საინტერესო სანათების მოდელების წარმოებით ფრანგული პრემიუმ ბრენდი „MARKET SET“-ი გამოირჩევა, რომელიც  განათების აქსესუარების დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს — კედლის, მაგიდისა და ჭერის სანათები მაღალი ხარისხითა და ელეგანტური დიზაინითაა ცნობილი.

„MARKET SET“-ი  ფრანგული კომპანია „COREP SAS“-ის ბრენდია, რომელიც თავის მხრივ, განათების მოწყობილობების მწარმოებელ, „Corep Lighting“-ის ჯგუფში ერთიანდება. ამ უკანასკნელის ისტორია 1970 წლიდან იწყება. „MARKET SET“-ის კოლექცია წამყვანი დიზაინერების მიერაა შესრულებული და მინიმალისტური სტილითაა შთაგონებული. სანათების დახვეწილი ფორმები მრავალფეროვანი მასალებითა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით იქმნება და მათში ფრანგული კლასიკური დიზაინის ნიშნებიც იკვეთება. პრემიუმ-კლასის ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სისუფთავე და გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, პროდუქცია  ჯანსაღი და სუფთა მასალების გამოყენებით მზადდება.

„MARKET SET“-ის სანათები ინტერიერში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ის განსხვავებული სტილის სივრცეებში გამორჩეულ ადგილს იკავებს და ოთახს დინამიკურობას, ჰაეროვნებასა და მდიდრულ ეფექტს სძენს. ბრენდის ერთ-ერთი საინტერესო ხაზი — „Marrakech“-ი, მაროკოში მდებარე ამავე სახელწოდების მქონე ქალაქის, მარაქეშის შთაგონებით არის შექმნილი და აფრიკული კულტურისათვის დამახასიათებელი თბილი ფერებითა და განსხვავებული ფორმებით ხასიათდება. კოლექციის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარობს, რომ აღნიშნული მოდელები ხელნაკეთია და ისინი ქსოვილით არის შესრულებული, რაც განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის და ნებისმიერ ინტერიერს მომხიბვლელობას მატებს.

აღსანიშვანია, რომ ფრანგული პრემიუმ-ბრენდის პროდუქციის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ „დილაითის“ შოურუმშია შესაძლებელი. „დილაითი“ მომხმარებელს   ორიგინალური დიზაინის, მაღალი ხარისხის სანათების განახლებულ კოლექციას სთავაზობს და მუდმივად საინტერესო პროდუქციით ანებივრებს. მაღაზიის მონახულება და  „MARKET SET“-ის სასურველი მოდელის შერჩევა კი ალექსანდრე ყაზბეგის N25-შია შესაძლებელი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ალუმინის ვიტრაჟული ტიხრით შექმნილი განსაკუთრებული გარემო ინტერიერში

ინტერიერში ინტეგრირებული ბუნება – yukawa design lab-ის პროექტი