in

ერთ-საძინებლიანი სტუდიო თბილისის ცენტრში – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი

თიბისი ბიზნესისთვის
თიბისი ბიზნესისთვის

ერთ საძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 52 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სივრცის დიზაინ პროექტზე კი რუსა თუმანიშვილმა საკუთარ გუნდთან, THE WALL Design Studio-თან ერთად იმუშავა.

დიზაინერის მთავარი ამოცანა სივრცის მაქსიმალურად წარმოჩენასა და შემდგომ მასში დეკორატიული ელემენტების შეტანაში მდგომარეობდა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორებმა მათი ხელწერისთვის სახასიათო და მათთვის საყვარელი კომბინაცია, პიტნისფერი და თეთრი ტონალობები გამოიყენეს.

სტუდიოს რამდენიმე ფუნქციური ზონა გააჩნია: სასადილო/სამზარეულო სივრცე და სამყოფი ოთახი, რომელიც გამოყოფილია დეკორატიული ხის სვეტებით. ხის სვეტებს სამზარეულოს მხრიდან აქვს დეკორატიული ფუნქცია და დატვირთულია გამწვანებით, სამყოფი ოთახის მხრიდან კი კონსტრუქცია გამოყენებულია ტელევიზორის საკიდისა და სათავსის დასამაგრებლად.

ჰოლის ფუნქციური ზონა გამოყოფილია დეკორატიული შუშის ტიხრით. აქვე გვხვდება Wall&Deco-ს ფერადი პანო, რომელიც ხაზს უსვამს ჰოლის მთავარ ელემენტს, The Wall-ის ავეჯის ხაზის კონსოლს.

ინტერიერის ერთ-ერთ გამორჩეულ ელემენტს სამზარეულოს კუნძულზე ინტეგრირებული სასადილო მაგიდა წარმოადგენს, რომელიც სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა – საჭიროების შემთხვევაში, ის შესაძლოა გამოიწიოს და სრულფასოვან სასადილო მაგიდად იქცეს. მაგიდისა და კუნძულის თავზე გვხვდება Slamp-ის ცნობილი სანათი, რომელსაც სივრცეში სიმსუბუქე შემოაქვს და მაგიდა-კუნძულის მძიმე ფორმებს იდეალურად აბალანსებს.

მიუხედავად იმისა, რომ საძინებელი ზონა საკმაოდ მცირე ზომის არის, მასში თავისუფლად განთავსდა ორ-ადგილიანი საწოლი, დიდი ზომის გარდერობი და მოსაწესრიგებელი ზონა.

საშხაპეში მინიმალისტური სტილი დაცულია. ხის ფაქტურის მქონე ატაკის ფილები საინტერესო კომბინაციას ქმნის უმშვენიერესი ლურჯი ფერის კედელთან მიმართებაში.

 

ინტერიერის დიზაინის სტუდია: THE WALL Design Studio

პროექტის ავტორი: რუსა თუმანიშვილი

გამოყენებული მასალა:

სანათები: Slamp/Hanami, Slamp/Clizia, Slamp/Veli, Tooy/Nabila

პანო: Wall&deco/Niveum

სკამები: Bontempi casa/Malik

ბარის სკამები: Bontempi casa/Linda

იატაკის ფილა: Ape Ceramica/Oregon

სამზარეულოს კედლის ფილა: Ape Ceramica-Dynamic

აბაზანის კედლის ფილა: ABK /Sage, Kutaahya-Albatros

ჩაშენებული სისტემა: Geberit

შეკიდული უნიტაზი: Duravit/Duastyle

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ინტერიერში ინტეგრირებული ბუნება – yukawa design lab-ის პროექტი

როგორ შევარჩიოთ ბიდე? — რამდენიმე პრაქტიკული რჩევა