in ,

ნათელი ბინა პასტელური ფერებით ვაკის პარკთან – რუსუდან თუმანიშვილის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, დიზაინერმა რუსუდან თუმანიშვილმა ახალგაზრდა წყვილისთვის შექმნა. ფერების მრავალფეროვნების მიუხედავად, ესაა ნათელი სახლი, რომელშიც სივრცე სრულყოფილად იგრძნობა.

რუსუდანის ამოცანაც ეს იყო – შეექმნა დიზაინი, რომელიც ბინას უფრო დიდს გამოაჩენდა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, ჰოლისა და მისაღების გაერთიანება.

მისაღები სივრცის ყველაზე დიდ ღირსებას ლურჯი, ხავერდოვანი დივანი წარმოადგენს, რომელიც ერთგვარად კონტრასტს ქმნის ამავე სივრცეში გამეფებულ ნეიტრალურ ფერებთან. საინტერესოა, რომ არამხოლოდ მისაღებში, არამედ მთლიან სახლში დიდი ყურადღება მიექცა შპალერებს, რომლებიც თან ნეიტრალურია, თან – სადა. თითქმის ყველა ოთახში მათზე დატანილია შეუმჩნეველი პრინტები, რაც სივრცეს კიდევ უფრო ამდიდრებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მისაღები ოთახი გაერთიანებულია სასადილო სივრცესთან, სადაც შავი, ასევე ხავერდოვანი სკამები და ნაცრისფერი მაგიდა გვხვდება. მისაღებსა და სასადილო სივრცეს შორის, ერთგვარ გამყოფ საშუალებას წარმოადგენს თანამედროვე ტიპის ბუხარი.

სამზარეულო ასევე აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ამ სახლის ერთ-ერთ მთავარ კუთხედ, რადგანაც აქაურობა, შეიძლება ითქვას, ულტრათანამედროვე სტილისა და ესთეტიკის შერწყმაა. დიზაინერმა გადაწყვიტა, სახლის ნეიტრალური ფერების ხაზი სამზარეულოში ღია ფერის პარკეტითა და ვარდისფერი ფარდებით გაეგრძელებინა. აქვე თვალში გვხვდება თევზის ფარფლისებური ფილები კარადების ნაწილში.

სახლის ორი საძინებლიდან ეს ერთ-ერთია, სადაც გამოყენებულია მუქი ფერის შპალერი, ასევე თითქმის შეუმჩნეველი პრინტებით. ეს შპალერი ერთგვარად კონტრასტს ქმნის ოთახში გამოყენებულ სხვა ფერებთან.

ეს კი მეორე საძინებელია, სადაც, პირველ რიგში, თვალში საძინებლის წითელი, ხავერდოვანი თავი გვხვდება. სხვა ოთახებისგან განსხვავებით, აქ შპალერის მაგივრად გამოყენებულია მოლდინგები და ორი ფერის საღებავი, რომლებიც ასევე გვხვდება ოთახის სხვა ელემენტებში.

სახლის ორ სველ წერტილში, შეიძლება ითქვას, დიზაინში გამოყენებული ფერები შებრუნებულად გვხვდება.

პროექტის ავტორი: რუსუდან თუმანიშვილი

დიზაინ სტუდია: The Wall Design Studio

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

სტუდია 9 – ძველისა და ახლის სინთეზით მიღებული არქიტექტურა და ინტერიერი

როგორ გავაფორმოთ საახალწლოდ სახლი? – რამდენიმე მარტივი რჩევა