in

დიზაინერ Mathew Bees-ის ფერადი სახლი ჩარლზტონში

დიზაინერ მეთიუ ბისის ჩარლსტონის ბინა ასახავს მის სიყვარულს ფორმალური ინტერიერის მიმართ. იგი იყენებს თამამ ფერებს, მრავალფეროვან ტექსტურას და მიმზიდველ დეკორაციებს, რომლებიც დამთვალიერებლების ყურადღებას მყისვე იქცევს. საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა მისაღები ოთახის იატაკზე განთავსებული ზებრა ხალიჩა, ბრწყინვალე ლუი ფილიპეს საწოლის თავი ერთ-ერთ საძინებელში, ბერძნული ღმერთის ნარცისის ქანდაკება და ა.შ.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ის თავის სტილს შინაარსიან ესთეტიკას უწოდებს – ინგლისური სიძველეების დიდი კოლექცია სწორედ ამ ყველაფერზე მეტყველებს. სახლი საკმაოდ კონტრასტულია. მაგალითად, ბნელი სივრცე, როგორიცაა ფოიე, უკავშირდება ჰაეროვან მისაღებ ოთახს, რომელსაც აქვს სამი ფანჯარა. ფანჯრები მზის შუქს აძლევს საშუალებას, რომ ყველა ფერი გამოჩნდეს, განსაკუთრებით, მწვანე – სახლის მფლობელის საყვარელი ფერი.

მისაღები ოთახი მართლაც ღია ფერების შესანიშნავი კომბინაციაა. ამ ოთახში განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია ფარდები, რომლებიც თავიანთი ფერითა და ფორმით გამოირჩევიან. ასევე გამორჩეულია სასადილო ოთახი, რომელიც ერთგვარად ვარდისფერი და ცისფერი ფერების შერწყმას წარმოადგენს და ძალიან ჰაეროვან განცდას ტოვებს. ამ ოთახში გამორჩეულია ყვავილებიანი შპალერი, რომელიც დომინანტურ როლს თამაშობს სივრცის მთლიან ინტერიერში.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება საძინებელზეც, რომელიც მწვანე ტონალობების ოსტატურ ნაზავს წარმოადგენს. აქ თითქმის ყველა ნივთი მწვანეა, თუმცა, ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის. მწვანე ფერის ხაზს აგრძელებს ასევე კაბინეტი, რომელიც მთლიანად მწვანე იქნებოდა, რომ არა დიდი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც ამ ოთახში განსაკუთრებული შტრიხი შეაქვს.

დიზაინი: Mathew Bees

რემონტის გიდი: კედლების მომზადება სხვადასხვა ტიპის საფარისთვის

პოპერი – ნოდო გუჯაბიძის მიერ შესრულებული გურმე პოპკორნის ფერადი მაღაზია