in

სამზარეულოს ტექნიკა როგორც ინტერიერის მთავარი შტრიხი – “Miele”-ს 5 ტიპის დიზაინი

“Miele”-ს პრემიუმ-კლასის ტექნიკა არა მარტო ხარისხით, მდგრადობითა და ფუნქციური მახასიათებლებით გამოირჩევა, არამედ ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინტერიერის დიზაინშიც და შესაბამისად, საცხოვრებელ სივრცეს მეტ ელეგანტურობას მატებს.

CubiQ design line

გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდის, „Miele“-ს ტექნიკა, გარდა ფუნქციური მახასიათებლებისა, უნიკალური დიზაინითაც არის ცნობილი. ტექნიკა მინიმალისტური, სადა, მდიდრული მოდელებით ხასიათდება და სამზარეულოში განსაკუთრებულ აქცენტებს ქმნის. პროდუქციის გარეგნულ მხარეზე მსოფლიოში აღიარებული დიზაინერები ზრუნავენ და მაქსიმალურად ცდილობენ თითოეული დეტალის სრულყოფას.

ბრენდის კონცეფციის მიხედვით, კარგი გემოვნება დიზაინით იწყება. ამიტომ „Miele“ მომხმარებლებს სამზარეულოსთვის განკუთვნილ ხუთი ტიპის დიზაინს სთავაზობს, რომელიც ოსკარ უაილდის ფრაზით არის შთაგონებული: „I have simplest of taste. I am always satisfied with the best“ („მე უმარტივესი გემოვნება მაქვს. ყოველთვის კმაყოფილი ვარ საუკეთესოთი“). თითოეული მოდელის უპირატესობა მის სიმარტივეშია და ფუნქციურ მხარესთან ერთად, ესთეტიკური თვალსაზრისითაც გამოირჩევა. დღევანდელ სტატიაში „Miele“-ს  სამზარეულოს ტექნიკის ხუთ დიზაინს განვიხილავთ და მის მახასიათებლებზე ვისაუბრებთ:

T- design line

ArtLine 

„ArtLine“-ის დიზაინის ხაზი მარტივი და მინიმალისტური დეტალებით საოცრად დახვეწილ ინტერიერს ქმნის. ერთიანი, გლუვი ფორმები და სრულყოფილი ხაზები ჰარმონიულ სახეს განაპირობებს. ნაცრისფრისა და შავი აქცენტების სინთეზით შთამბეჭდავი ეფექტი მიიღება, რომელიც გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის. ინოვაციური, მედეგი და მარტივი გამოსაყენებელი ტექნიკა გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დასამახსოვრებელ შტრიხებს შეიტანს თქვენს ინტერიერში.

ArtLine design line

VitroLine 

„VitroLine“-ის დიზაინი თანამედროვე, მიმზიდველი იერით ხასიათდება, რომელსაც გამორჩეულ ელფერს შუშის ზედაპირი ანიჭებს. ამგვარი გადაწყვეტა „VitroLine“-ის ხაზს დახვეწილობას მატებს და მთლიანობის განცდას ქმნის. „Miele“-ს ამ ხაზის ტექნიკა შეგიძლიათ ნებისმიერი სტილის სივრცეს მოარგოთ და მისი მეშვეობით ინტერიერი უფრო მდიდრული და მრავალფეროვანი გახადოთ.

VitroLine design line

PureLine

„PureLine“-ის ხაზი შექმნილია კლასიკური, მუდმივად ტრენდული და ელეგანტური დიზაინის შესაქმნელად, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს იდეალურად ერწყმის. ეს არის უნიკალური სტილი, რომელიც დახვეწილი ფორმებითა და დეტალების სრულყოფით მიიღება.

PureLine design line

ContourLine

„ContourLine“-ი გამოყვანილი ფორმებით და გამოკვეთილი ხაზებით გამოირჩევა. სახასიათო დიზაინის მეშვეობით შესაძლებელია ინტერიერში საინტერესო აქცენტების შექმნა და ტექნიკის უნიკალურობის ხაზგასმა.  ერგონომიული, მომხმარებელზე მორგებული „Miele“-ს პროდუქცია თქვენი სამზარეულოს სილამაზესა და მომხიბვლელობაზე დიდი ხნის განმავლობაში იზრუნებს და მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით.

ContourLine design line

BlackLine

„BlackLine“-ის ტექნიკა მკაცრი, შავი ტონებით და მდიდრული იერსახით გამოირჩევა, რომელიც ელეგანტურ შტრიხებს სძენს სივრცეს. აღნიშნული ხაზი ერთიანი, გლუვი ფორმებით ხასიათდება, რაც ინტერიერში ჰარმონიულობისა და ერთიანობის განცდას ამძაფრებს და დასამახსოვრებელ აქცენტებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული მოდელებისა და „Miele“-ს სხვა პროდუქციის შეძენა საქრთვლოში „Miele Georgia“-ს შოურუმში, თბილისში, ი. ჭავჭავაძის N49-შია შესაძლებელი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„არქიტექტურული პრემია 2023“ 11 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში გაიმართება

რაში სჭირდება გაგრილების სისტემა ჩაშენებულ მაცივარს და როგორია მისი სპეციფიკა?