in

თანამედროვე მინიმალისტური სტილის ბინა პარიზში

Banner M2
Banner M2

ეს დახვეწილი ბინა პარიზში, 100 წლის წინ აშენებულ შენობაში მდებარეობს და ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ბინაში ძველებური სტილის მხოლოდ ფანჯრებია, რაც პროექტს სიძველისა განწყობას უქმნის.  შიდა სივრცე მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, ავეჯისა და დეკორაციების სახით კი საინტერესო და თანამედროვე მოდელებია გამოყენებული. დიზაინერებმა აქცენტი ხის, ქვისა და პასტელის მასალაზე და ჩრდილებზე გააკეთეს, რამაც თბილი, მყუდრო და ელეგანტური ინტერიერი შექმნა.

მისაღები საკმაოდ დიდი და გაშლილია, რასაც დიდი ფანჯრები და ბუნებრივი სინათლე უზრუნველყოფს. ავეჯი ძირითადად სადა და ღია ფერისაა, ხოლო კონტრასტებისა და საინტერესო აქცენტების შესაქმნელად ლარნაკები და სხვა სახის დეკორაციაა გამოყენებული. ოთახში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ხის იატაკი, რომელიც შენობის სიძველეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ინტერიერში ბუნებრივი შტრიხები შემოაქვს.

მისაღებთანაა გაერთიანებული სამზარეულოს ნაწილიც, სადაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობა პროექტის მინიმალისტური სტილი და ხიბლი.  გამოირჩევა ავეჯი, რომელიც მაღალი ხარისხის ხის მასალისგანაა დამზადებული და ჭაღი, რომელსაც განსხვავებული და ძალიან დახვეწილი დიზაინი აქვს.  სივრცე მაქსიმალურად არის ათვისებული ფუნქციური ავეჯისა და ნივთების გამოყენებით.

რაც შეეხება საძინებელს, ეს ნაწილიც მკაფიოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ოთახში დამატებით განწყობას ქმნის მწვანე ფერის საწოლის თავი, რომელიც სასიამოვნო კონტრასტშია ბუნებრივ და თბილ ფერებთან. ცალკე აღნიშვნის ღირსია პატარა სამუშაო სივრცეც, რომელიც მცირე ზომის დეკორაციებით გამოირჩევა და საკმაოდ კომფორტულ და მყუდრო კუთხეს ქმნის.

სააბაზანოში გამორჩეულ განწყობას კერამიკული ფილებით მოპირკეთებული კედლები ქმნის. ტერაკოტასფერი და თეთრი ტონები ერთმანეთთან შესანიშნავად არის დაბალანსებული, რის ხარჯზეც ბინის ეს ნაწილი საოცრად თბილი ატმოსფეროთი და ერთიანობის შეგრძნებით გამოირჩევა. სხვა ოთახების მსგავსად, სააბაზანოც საკმაოდ ნათელი და ვრცელია.

საბოლოო ჯამში, პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს მინიმალისტური სტილის პრინციპებსა და სადა დიზაინის ნორმებს, რის ხარჯზეც ინტერიერი ძალიან თბილი, მყუდრო და კომფორტულია. ფუნქციური და ელეგანტური სივრცეები იძლევა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას.

5 ფერი, რომელთა გამოყენება საბავშვო ოთახში რეკომენდებული არ არის

5 ნივთი amazon-დან, რომლებიც როუტერის დამალვაში დაგეხმარებათ