in

5 ნივთი amazon-დან, რომლებიც როუტერის დამალვაში დაგეხმარებათ

თანამედროვე სამყაროში სახლი ინტერნეტის, ტელევიზიისა და ელექტრონული მოწყობილობების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ნებისმიერ სივრცეში შეხვდებით როუტერებსა და ტექნიკურ აქსესუარებს, რომლებიც ელექტრონულ მიწოდებას უზრუნველყოფს. თუმცა, მაცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უადგილოდ მოთავსებული როუტერებია, რომლებიც სახლში წესრიგს არღვევს და ინტერიერს ამახინჯებს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო პროდუქტს amazon-დან, რომლებიც როუტერების დაფარვაში დაგეხმარებათ და სივრცესაც საინტერესო შტრიხებს შემატებს.

კედელზე დასამაგრებელი ხის მოდელი

ბუნებრივი ხისგან დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი როუტერის უსაფრთხოდ შენახვაში დაგეხმარებათ და სივრცეს ბევრად ორგანიზებულ, მოწესრიგებულ იერსახეს შესძენს. ამასთანავე, საინტერესო დიზაინის დამსახურებით, მოდელი გამორჩეულ დეკორატიულ შტრიხს შემატებს თქვენს ოთახს და მცირე დეტალებით ინტერიერს გაგილამაზებთ. ასევე, ის მარტივი ასაწყობია და ადვილად მონტაჟდება კედელზე. მისი ღირებულება 29,99$-ია.

შესაძენად გადადით ბმულზე

პორტატიული ფოლადის მოდელი 

იაპონური ბრენდის „Yamazaki“-ის მოდელი შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს და მათი ცხოვრებს ხარისხი გააუმჯობესოს. ფოლადის კონსტრუქციის მქონე მოძრავი მოდელი იდეალური საშუალებაა სამუშაო კუთხეში, საძინებელში ან ოფისში როუტერისა თუ სადენების დასაფარად. ის არ საჭიროებს არანაირ მონტაჟს და სურვილის შემთხვევაში, მარტივად გადაადგილდება. ამასთანავე, დამატებითი კომფორტისთვის, შესაძლებელია მასზე მოათავსოთ ჩამრთველები, რათა საჭირო ტექნიკა დატენოთ. მოდელის ღირებულება 91,80$-ს შეადგენს.

შესაძენად გადადით ბმულზე

წიგნის ფორმის მოდელი

წიგნის ფორმის შირმა იდეალური საშუალებაა როუტერის შესანიღბად და სახლში საინტერესო დეკორატიული ელემენტის შესაქმნელად. პროდუქტი შეგიძლიათ წიგნის თაროზე მოათავსოთ და სადენები და როუტერები უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველი გახადოთ. ამასთანავე, ის კარგი სათავსოა მცირე ზომის ელემენტებისთვის, რომლებიც არ გსურთ რომ ინტერიერში გამოჩნდეს. აღნიშნული პროდუქტის შეძენა 29,99$-ად შეგიძლიათ.

შესაძენად გადადით ბმულზე

ჭილოფის კომპაქტური მოდელი

ჭილოფის მოდელი შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ადგილას მოათავსოთ და მიმზიდველი ესთეტიკა შესძინოთ ოთახს. გარდა იმისა, რომ პროდუქტი კომპაქტურია და მარტივად გადაადგილდება, საკმაოდ ტევადიცაა და მასში წვრილ ტექნიკასა და ნივთებს თავისუფლად მოათავსებთ, რაც მოწესრიგებული და დახვეწილი სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ. მისი ფასი 25,99$-ია.

შესაძენად გადადით ბმულზე

პლასტმასის ყუთი 

მოცემული მოდელი პლასტმასისა და ბამბუკის ხის ელემენტებისგანაა დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს წარმოადგენს. დახვეწილი დიზაინის დამსახურებით, მას ნებისმიერ ინტერიერს ჰარმონიულად მიუსადაგებთ და საინტერესო დეკორატიულ აქცენტებს შექმნით. ამასთანავე, მისი მეშვეობით როუტერისა და სადენების უსაფრთხოდ შენახვა და ინტერნეტითა და ტელევიზიით შეუფერხებლად სარგებლობა შეგეძლებათ. პროდუქტის ღირებულება 25,68$-ია.

შესაძენად გადადით ბმულზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე მინიმალისტური სტილის ბინა პარიზში

მრავალსართულიანი კორპუსის ენერგოეფექტურობა – რა ტიპის მასალებზეა საუბარი ამ შემთხვევაში?