in

Mosaics ღონისძიება „home & Business“-ის პარტნიორია

12 დეკემბერს ონლაინ ჟურნალი homeis.ge სასტუმრო „ტელეგრაფში” მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ფორუმი, სახელწოდებით „სახლი და ბიზნესი“  ერთ სივრცეში მოუყრის თავს არქიტექტურისინტერიერის დიზაინისუძრავი ქონებისსამშენებლოსარემონტოავეჯისა და სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს.

უკვე ხუთი წელია, homeis.ge არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით სანდო მედიაპლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ასიათასობით მკითხველს ინდუსტრიის სიახლეებსა და პროფესიონალების რჩევებს უზიარებს. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება რეალურ გარემოში აერთიანებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც Homeis.ge აძლევს საშუალებას, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ხედვები, ცოდნა და გამოცდილება. ამას გარდა, ეს არის პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიებსა და ინდივიდუალურ პროფესიონალებს ეძლევათ შანსი, ჩამოაყალიბონ ახალი ურთიერთობები და თანამშრომლობის მოდელები.

აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება განახლებული ფორმატით ჩატარდება. გარდა ტრადიციული არქიტექტურული ნაწილისა, მიმდინარე სეზონზე ღონისძიებას ემატება ახალი, სტრატეგიული მიმართულება — უძრავი ქონება, რაც პროგრამას კიდევ უფრო მრავალმხრივსა და მნიშვნელოვანს ხდის. მოწვეული გამომსვლელები განიხილავენ საბაზრო ტენდენციებს, განვითარების მოდელებსა და თანამედროვე პრაქტიკებს ამ მიმართულებითაც.

ღონისძიების პარტნიორია mosaics. მხარდაჭერაზე ბრენდის წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „home & Business” ღონისძიებას არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?

საქართველოში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფერო ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა. შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და გაიზარდა მოთხოვნა მაღალ ხარისხზე, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებზე, სერვისსა და დახვეწილ დიზაინზე. სწორედ ამიტომ „Home & Business“ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პროფესიონალებს, ბრენდებს და იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ინდუსტრიის არსებულ რელობასა და მომავალს ქმნიან.

ღონისძიება წარმოადგენს სივრცეს, სადაც ადამიანები აზიარებენ გამოცდილებას, ინოვაციებს, განიხილავენ ახალ ტენდენციებსა და ტრენდებს, ყოველივე ეს კი აძლიერებს პროფესიულ საზოგადოებას, ამაღლებს სფეროს სტანდარტებს და ქმნის საერთო ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ინდუსტრია და ბიზნესი საქართველოში.

რატომაა მოზაიკსისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

მოზაიკსი მულტიბრენდული შოურუმია, რომელიც 2021 წლიდანაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს წამყვანი ევროპული ბრენდების ავეჯს, სარემონტო მასალებსა და აქსესუარებს. შოურუმში წარმოდგენილი ბრენდები მათთვისაა ვინც ეძებს კომფორტულ, ელეგანტურ და მაღალი ხარისხის პროდუქციას. პერსონალიზებული მომსახურება კი ამარტივებს შერჩევას და რემონტს სასიამოვნო პროცესად აქცევს.

„Home & Business“ Mosaics-ისთვის მხოლოდ ღონისძიება არ არის. ეს არის სივრცე, სადაც კომპანიას აქვს შესაძლებლობა სფეროს წამყვან არქიტექტორებთან, დიზაინერებთან კომუნიკაციით გადაიაზროს არსებული შეხედულებები, სტანდარტები, დიზაინის მიმართ არსებული მოლოდინები და გააძლიეროს ის პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც განვითარების მთავარი საყრდენია. მათი ხედვის, საჭიროებების და გამოცდილების ცოდნა ის საფუძველია, რომელიც ინდუსტრიაში წარმოდგენილ ბრენდებს აძლევს საშუალებას პასუხობდნენ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, გამოწვევებსა და სტანდარტებს.


ღონისძიების მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ლუკა ჩაგანავა (NS Studio), ფიქრია ჭეიშვილი (IPS), ნინო ჩხარტიშვილი (არქიტექტორი), ბექა ფხაკაძე (STIPFOLD), მარიამ ჩიკვილაძე (Home by Dressup.ge), ლევან ლაბარტყავა (უძრავი ქონების ექსპერტი), ირინა კვახაძე (TBC კაპიტალი) და დავით ბარაბაძე (უძრავი ქონებისა და საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი).

ამას გარდა, წლევანდელ ღონისძიებას საერთაშორისო მასშტაბს სძენს საგანგებოდ მოწვეული უცხოელი გამომსვლელი – არქიტექტორი ნიკოლა გიშარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას მსოფლიოს არქიტექტურულ სამყაროში – Kengo Kuma & Associates.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ბილეთების კორპორატიულად შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ homeis.ge-ს კომერციულ სამსახურს და ინვოისის მისაღებად გადაგზავნონ საჭირო ინფორმაცია (შპს-ს რეკვიზიტები და ბილეთების სასურველი რაოდენობა) შემდეგ მისამართზე: sales@marketer.ge

ღონისძიების პარტნიორები:

TON designm2Home by DressupTBC CapitalMosaicsSilk DevelopmentBuildy,  საოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies)SignallარქიRender GroupLutecia, Atelier Rebul, IPS • აიპიეს, Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.

Home by Dressup.ge ღონისძიება „home & Business“-ის პარტნიორია

m² ღონისძიება „home & Business“-ის პარტნიორია