in

DREXEL HERITAGE – ვინტაჟური სტილის ავეჯის ბრენდის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო

ამერიკული ბრენდის Drexel Heritage-ის ისტორია 1903 წელს დაიწყო, როდესაც მათ პირველად შექმნეს მუხის ხისგან დამზადებული ავეჯის კომპლექტი.

1930-იანი წლების დასაწყისში ბრენდმა გამორჩეული და დამახასიათებელი სტილის შექმნა გადაწყვიტა. დიზაინერების ჯგუფმა, ცნობილი ინგლისელი ოსტატების ნამუშევრებიდან მიღებული შთაგონებითა და ფრანგული დეტალებით შექმნეს კოლექცია, რომელმაც გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა. ავეჯი პოპულარობის პიკში იყო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში და კოლექციონერები მას დღემდე ძალიან აფასებენ.

1940 წლიდან ბრენდმა დაიწყო სარეკლამო სტატიების წარმოება და მათი ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებულ ჟურნალებში განთავსება. სწორედ ამ სტატიების ხარჯზე მოიპოვა მან საერთაშორისო ცნობადობა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს. Dexel Heritage აწარმოებს სხვადასხვა სტილის ავეჯს, კლასიკურიდან-თანამედროვემდე.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბრენდს რამდენიმე ათასობით მაგიდა შეუკვეთეს და საძინებლის კომპლექტი საზოგადოებრივი საცხოვრებლებისათვის. სწორედ ამ დროს შეიქმნა გენერალ დუგლას მაკარტურისთვის განკუთვნილი მცირე ზომის, კომფორტული ავეჯი, რომელიც დღემდე ბრენდის არქივშია შენახული.

1950-იან წლებში Dexel Heritage-მა დადო შეთანხმება კალიფორნიელ დიზაინერებთან, კიპ სტიუარტთან და კიპ მაკდუგლასთან, რომლებიც მუშაობდნენ ავეჯის თანამედროვე სტილზე, მათ მიერ შექმნილმა კაკლის  ხის ავეჯმა დიდი მოწონება დაიმსახურა და აღიარებულ იქნა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ამერიკული ავეჯის დიზაინში. რამდენიმე დიზაინი შეირჩა ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის, რამაც ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გააფართოვა და ის შეკვეთებს არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ უკვე საზღვარგარეთიდანაც იღებდა.

1960-იან წლებში, იტალიური დიზაინის გავლენით, შეიქმნა კოლექცია, რომელიც მოიცავს ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო ყველა ნივთს, მათ შორის ხალიჩებსა და სხვადასხვა დეკორაციულ ნივთებსაც.

დროთა განმავლობაში ბრენდის მასშტაბები გაფართოვდა და მან დაიწყო საბავშვო ოთახებისთვის საჭირო ავეჯის წარმოებაც. კომპანიის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ოთახში გამოყენებული მასალა და ქსოვილები ადვილი მოსავლელი, გამძლე და ხარისხიანი ყოფილიყო.

მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ბრენდის პოლიტიკა შეიცვალა საზოგადოების საჭიროებებისა და ტენდენციების შესაბამისად და ის კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა.

ბრენდის მიერ შექმნილი ავეჯის უმეტესობა ოქროსა და ვერცხლის მასალითაა მოჩუქურთმებული. მასალის სახით გამოყენებულია ძვირფასი ქსოვილები, ხე და მინერალები.

იმის ხარჯზე, რომ Drexel Heritage იდეალურად ერგება თანამედროვე ტენდენციებსა და მოთხოვნებს, ბრენდის ხარისხი და ცნობადობის დონე 1903 წლიდან დღემდე არ შეცვლილა.

10 მაღაზია თბილისში, სადაც პლედს შეიძენთ

როგორ დავიცვათ ოთახის მცენარეები ზამთრის ცივ სეზონზე?