in

10 მაღაზია თბილისში, სადაც პლედს შეიძენთ

შემოდგომასა და ზამთარს თბილი და ფუმფულა ტექსტილი საოცრად უხდება. გარდა იმისა, რომ ის ჩვენს კომფორტსა და მყუდროებას უზრუნველყოფს, დახვეწილი და ესთეტიკურად მიმზიდველი ნაჭერი განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის სივრცეში და ინტერიერსაც ამდიდრებს. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც მრავალფეროვან, განსხვავებული დიზაინისა და ფერების პლედებს შეიძენთ, რომლებიც ცივი საღამოების თბილად და სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

1. JYSK

სკანდინავიური დიზაინი დახვეწილობით გამოირჩევა, ამიტომ დღესდღეობით ძალიან ტრენდულია ინტერიერსა თუ დეკორში ამგვარი ელემენტების გამოყენება. „JYSK“-ის მინიმალისტური დიზაინის პლედები საოცარ სიმყუდროვეს შეგიქმნით სახლში და ინტერიერს ელეგანტური იერსახის მქონე ტექსტილით გაგილამაზებთ.

2. ZARA HOME 

ZARA HOME“-ის მრავალფეროვანი და მდიდრული მოდელები ინტერიერს ფერადი, საინტერესო შტრიხებით გაგიმდიდრებთ და სივრცეს მეტ მყუდროებასა და სითბოს შესძენს. ამიტომ თუ ტექსტილის შეძენას გადაწყვეტთ, „ZARA HOME“-ის  ახალი კოლექციების დათვალიერებას გირჩევთ.

3. ICR HOME

თბილი, ნაზი ტექსტურის მქონე, მიმზიდველი დიზაინის პლედები დაგხვდებათ „ICR HOME“-ის შოურუმში. შერჩეული მოდელი აუცილებლად გაგიმრავალფეროვნებთ შემოდგომისა თუ ზამთრის საღამოებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

4. VELI.store 

VELI.store“-ის სწრაფი და კომფორტული მომსახურება თქვენს ცხოვრებას გაცილებით მოსახერხებელსა და მარტივს ხდის. პლატფორმაზე უამრავ განსხვავებულ პროდუქციასთან ერთად, პლედების შეძენაც შეგიძლიათ, რომლებიც ხარისხითა და მიმზიდველობით გამოირჩევა.

5. Coincasa

კიდევ ერთი სივრცე, სადაც სასურველ პლედს შეარჩევთ „Coincasa“-ს შოურუმია. მოდელები დახვეწილი დიზაინით, ნაზი ტექსტურითა და ფერადოვნებით ხასიათდება, ამიტომ არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

6. Mysa

Mysa“-ს პლედები ორიგინალური იერსახით გამოირჩევა, კოლექციაში შეგიძლიათ როგორც ფერადი, ისე მინიმალისტური დიზაინის მოდელების შერჩევა, რომლებიც სახლს სიმყუდროვესა და სითბოს შემატებს.

7. ძველი სუფრა

 

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იდეალური საჩუქარია ხარისხიანი, ფუმფულა და თბილი პლედი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაახარებს. გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ტექსტილი დეკორაციის გასაფორმებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და სახლი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. სასურველი პლედის შეძენას კი „ძველი სუფრის“ შოურუმშიც შეძლებთ.

8. კლასიკა

კლასიკას“ კოლექციაც დაგეხმარებათ სხვადასხვა ზონის განახლებაში. განსხვავებული ფერისა თუ ტექსტურის პლედები შეგიძლიათ საწოლსა და დივანს მოარგოთ და ავეჯი მცირე დეტალებით განაახლოთ.

9. English Home Georgia

ინტერიერის შეცვლა და გადახალისება პატარა ელემენტებითაც თავისუფლად შეიძლება. თუ გსურთ საშემოდგომო განწყობა შემოიტანოთ ინტერიერში და სახლში მყუდრო ატმოსფერო  შექმნათ, საუკეთესო გზა ახალი, მრავალფეროვანი პლედების გამოყენებაა, რომელთა დახმარებითაც სხვადასხვა ოთახს გააფორმებთ, მათი შეძენა კი “English Home“-ში შეგიძლიათ.

10. Manamo 

სასურველი ფერის პლედის შერჩევას შეძლებთ „Manamo“-ს შოურუმშიც. კოლექცია მრავალფეროვანი დიზაინით და ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ მარტივად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ მოდელს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ბასკური აგარაკი ანტიკვარული ნივთებითა და მდიდრული ქსოვილებით საფრანგეთში

DREXEL HERITAGE – ვინტაჟური სტილის ავეჯის ბრენდის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო