in

როგორ გავახაროთ ოთახის მცენარეები ჩაის პაკეტების გამოყენებით?

ოთახის მცენარეების მოვლა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც სახლში ტემპერატურა მუდმივად იცვლება და ჰაერი შრება. ამ დროს ნებისმიერი ორგანული ნივთიერება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, მათ შორის ჩაის პაკეტებიც, რომლის ნარჩენებიც ხელს უწყობენ ნიადაგში მიკროორგანიზმების გახარებას, მჟავებისა და მარილის წარმოქმნას და მცენარის კვებას.

ჩაის გამოყენებული პაკეტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სასუქი. ჩაი შეიცავს რამდენიმე მინერალს, რომლებიც მცენარეების გახარებასა და ნაყოფიერებას უწყობს ხელს.

რომელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ჩაი?

  • კალიუმი ჩაის ერთ-ერთი შემადგენელი მინერალია, რომელიც განსაკუთრებით უხდება ციტრუსს, ლიმონს, მანდარინს და ა.შ.
  • კალციუმი გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებზე, რომლებიც მცენარის ზრდის პროცესში აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს.
  • მაგნიუმის გარეშე ფოთოლს არ შეუძლია ქლოროფილის გამომუშავება. ეს მინერალი განსაკუთრებით უხდება კაქტუსებს.
  • რკინა ხელს უშლის ფოთლების გაყვითლების პროცესს, თუმცა ჩაის ერთი ცალი პაკეტი ამ პრობლემასაც მარტივად გადაგიჭრით.

ორგანული ნივთიერებები ყოველთვის კარგ გავლენას ახდენს ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე, რადგან ოთახის მცენარეებს საკვები რეგულარულად მიეწოდება და შემდეგ ის მიკროელემენტებად იშლება, თუმცა მიღებული ელემენტები საკმარისი არ არის როგორც მცენარის, ასევე ნიადაგის საკვებად და შედეგად, მცენარე ჭკნება. სწორედ ამ პროცესს ეხმარება ჩაი, რომელიც ნიადაგისთვის სასუქის როლს ასრულებს.

ჩაის პაკეტების გარდა, შეგიძლიათ მისი მშრალი სახით დაქუცმაცება და ქოთანში მოთავსებაც. ამის შემდეგ აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ მოემატება ჯანსაღი ფოთლების რაოდენობა მცენარეს.

რომელი ჩაის გამოყენება შეგიძლიათ?

შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ან მწვანე ჩაის ფოთლები. მიკროელემენტების შემცველობა ორივე მათგანში დაახლოებით ერთნაირია. მწვანე ჩაი შეიცავს მეტ ანტიოქსიდანტს, ამიტომ ის ცხელ წყალში დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გააჩეროთ, რადგან ამან შეიძლება მცენარე გაანადგუროს.

სასურველი არ არის ხილის ჩაის გამოყენება, რომლებიც შეიცავენ არომატიზატორებსა და საღებავებს. ეს ნივთიერებები განსაკუთრებით ცუდად მოქმედებენ დასუსტებულ მცენარეებზე.

როგორ შევინახოთ ჩაის პაკეტები?

ჩაის ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე დღის შემდეგაც კი. ამისთვის საჭიროა რომ ის ადუღებულ წყალში მოათავსოთ და მცენარეების სარწყავად გამოიყენოთ. როგორც წესი, ჩაის 1 პაკეტი დაახლოებით სამ ლიტრ წყალს ჰყოფნის.

ასე რომ, თუ ჩაის მოყვარული ხართ, მაგრამ უკვე გამოყენებულ პაკეტებს ყრით, გირჩევთ ისინი მცენარეების გასახარებლად გამოიყენოთ. ქოთანში 1 ცალი პაკეტის მოთავსება სრულიად საკმარისი იქნება, ხოლო დანარჩენით შეგიძლიათ სარწყავი ნაერთის გაკეთება და მათი დაახლოებით კვირაში ერთხელ მორწყვა.

ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემები — მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

სიმწვანეში ჩაფლული მდიდრული საცხოვრებელი შვედეთში