in

სად შევიძინო გარე ავეჯი თბილისში?

სახლისა და ეზოს გასალამაზებლად დახვეწილი დიზაინის გარე ავეჯის შეძენა იდეალური გადაწყვეტილებაა. გარდა იმისა, რომ ავეჯი ექსტერიერს გაამდიდრებს, დასვენებისა და განტვირთვის კუთხეს შეგიქმნით, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ამ ტიპის ავეჯი განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ, რადგან მისი დაზიანება გაცილებით მარტივია.

ფრანგული უმაღლესი ხარისხის ბრენდი „ნატერიალი“, რომელიც საქართველოში გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმია, მომხმარებელს გარე ავეჯის გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს.  

 

რატომ „ნატერიალი“?

ფრანგული ბრენდი „ნატერიალი“ ავეჯისა და აქსესუარების ჰაბ „ICR HOME“-ს 2022 წელს შეუერთდა. საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი გარე სივრცეებისთვის უმაღლესი ხარისხის ავეჯსა და აქსესუარებს აწარმოებს.  

ნატერიალი“ ბაზარზე გამორჩეულ პროდუქტს ქმნის, რის გამოც წლებია, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. სხვა მწარმოებლებისგან ბრენდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოარჩევს:   

უმაღლესი ხარისხი — „ნატერიალის“ ავეჯი მაღალი ხარისხის მასალითა და მექანიზმებით მზადდება, რის გამოც ნებისმიერ პირობებს უძლებს. ექსტერიერის ავეჯი და აქსესუარები დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ბაღს მიმზიდველ იერსახეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მოდელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქმნება, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის – უსაფრთხო, გარემოსთვის კი უვნებელია. ამ ყველაფრის წყალობით ფრანგული ბრენდი მომხმარებელთა ნდობასა და ერთგულებას იმსახურებს.  

მრავალფუნქციურობა — ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს, მომხმარებლის სურვილები გაითვალისწინოს და მუდმივად ახალ, თანამედროვე პროდუქციას ქმნის. „ნატერიალის“ ავეჯის გამოყენება გარე სივრცეში რამდენიმე დანიშნულებით შეიძლება – დატვირთული დღის შემდეგ განსატვირთად, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში; სავახშმოდ და დღესასწაულების აღსანიშნავად. 

სხვადასხვა გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზე მორგებული პროდუქცია — „ნატერიალის“ ხარისხიანი კოლექცია მრავალფეროვანი დიზაინითაც გამოირჩევა, რომელიც სხვადასხვა სტილს აერთიანებს. მომხმარებელი, რომელიც კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, სასურველი მოდელის შერჩევას მარტივად შეძლებს. კლასიკური სტილის ნაწარმის გარდა, ბრენდი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით შექმნილი ავეჯისა და აქსესუარების ფართო არჩევანსაც გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის პროდუქცია ფინანსურადაც ხელმისაწვდომია.  

ფრანგულ ბრენდ „ნატერიალის“ ხარისხიანი და მიმზიდველი დიზაინის მოდელების შეძენა აღმაშენებლის ხეივანზე N125-ში, ავეჯისა და სახლის მულტიბრენდულ ჰაბ ICR HOME-ში  შეგიძლიათ.  

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

“ICR HOME”-ში ახალი ბრენდი, “Black Red White“-ი გამოჩნდა

ყვითლისა და თეთრის კომბინაცია ინტერიერში — რჩევები და მაგალითები