in

სახლი, რომელიც ადამიანებს მყუდრო გარემოში აერთიანებს

Alliance Group
Alliance Group

LR Residence, რომელიც ბრაზილიაში, სან-პაულოსთან ახლოს მდებარეობს, დამკვეთის მეგობრებისა და ოჯახის წევრების ცოცხალ, მყუდრო გარემოში გაერთიანებისთვისაა შექმნილი. მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებული ქვა, ხე, აგური და ალუმინი საზაფხულო საცხოვრებელს ინდივიდუალობას სძენს.

სახლის პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთ სართულს მოიცავს, ტოპოგრაფიასთან კონტრასტით შეიქმნა. დაქანებული რელიეფის პრობლემა ტერიტორიის ნაწილის ამაღლებით გადაიჭრა და ახლა მთელი სახლიდან ლანდშაფტის საუცხოო ხედები იშლება.

შესასვლელი დარბაზის მეშვეობით მისაღები სივრცეები წინა პლანზეა წამოწეული. დარბაზის გავლით სახლში მოხვედრისას წყლის ამრეკლავი ზედაპირი და ხის ღიობებიანი, შეკიდული ჭერი განათებისა და არეკვლის ეფექტს ქმნის, რაც თქვენს ყურადღებას ფართო მისაღები ოთახისკენ მიმართავს.

მისაღები სივრცეების კედლები აგურითაა მოპირკეთებული, რომელიც კონტრასტს ქმნის გრანიტის იატაკთან. ინტერიერის საფარისა და ავეჯის ნეიტრალური, მიწიერი ტონები კი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

მყუდრო სივრცეს ქმნის მომხიბლავი ცენტრალური შიდა ეზო, გარე ტერასას კი, რომელიც სახლის წინა მხარესაა, საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. გარე სივრცეში განთავსებულია საცურაო აუზი, სპა და ბუხარი. აქ გამოყენებულია ისეთივე გრანიტის იატაკი, როგორიც შიგნით გვხვდება, რაც ინტერიერისა და ექსტერიერის დაკავშირების საშუალებას იძლევა.

 

არქიტექტურული სტუდია: Padovani Arquitetos

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რივერ პარკ რეზორტი: მდგრადი ცხოვრების მომავალი

ჩაშენებული ღუმლის 4 მთავარი უპირატესობა