in

“ICR HOME”-ში ახალი ბრენდი, “Black Red White“-ი გამოჩნდა

2023 წლის 28 ივლისს, საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის ავეჯისა და სახლის აქსესუარების  ჰაბს – „ICR HOME”-ს კიდევ ერთი ახალი ბრენდი, „Black Red White” შეემატა.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი  დეველოპერული კომპანიის მობინადრეები, მომხმარებლები, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, არქიტექტორები და დიზაინერები.

Black Red White”-ის გამორჩეული ნიშა სამზარეულოს ავეჯის წარმოებაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებსა და სურვილებზე. ბრენდი გამოირჩევა როგორც მრავალფეროვანი სტილით, მასალით და მექანიზმებით ასევე,  მომხმარებელს სთავაზობს ევროპულ სამზარეულოს ავეჯს ყველა საფასო კატეგორიაში და ინდივიდუალურად შეკვეთის შესაძლებლობას იძლევა.

ნათია მექერიშვილი, „ICR HOME”-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

„მოხარულები ვართ, რომ “ICR HOME”-ს კიდევ ერთი ევროპული, კონცეპტუალური  ბრენდი „Black Red White“ შემოუერთდა. ბრენდი გამორჩევა წარმოების მასშტაბით მთელს ევროპაში და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებს. „Black Red White“-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაგეგმოს შეხვედრა დიზაინერთან, შეარჩიოს სასურველი მოდელი, მასალა და შეუკვეთოს ევროპული სამზარეულოს, მისაღები ოთახის და საძინებლის ავეჯი ხელმისაწვდომ და რაც მთავარია, ქართული ბაზრისათვის საკმაოდ კონკურენტულ ფასად. მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის „Black Red White Georgia” სრულ სერვისს გთავაზობთ, რაც მოიცავს — პროექტის შექმნას, შეკვეთის პროცესს, ტრანსპორტირებას და მონტაჟს.”

აღსანიშნავია, რომ 28 ივლისს „Black Red White“-ის გახსნის ღონისძიებაზე  მომხმარებელს “ICR HOME”-ში შემავალი ბრენდების სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი და სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.

მრავალწლიანი გამოცდილების, წარმოების მასშტაბისა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, „Black Red White Georgia”-ს აქვს შესაძლებლობა შექმნას საუკეთესო შეთავაზებები, როგორც საცალო ბაზრის მომხმარებლისთვის, ასევე, მსხვილი პროექტებისა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორისათვის.

[R]

მწვანე და ყვითელ ტონებში გადაწყვეტილი ბინა იოსელიანის ქუჩაზე — მარიამ გაბუნიასა და ბექა მაჭარაშვილის ინტერიერი

სად შევიძინო გარე ავეჯი თბილისში?