in

Structura.nyc – ნინო მშველიძის დიზაინ სტუდია ნიუ-იორკში

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ნინო მშველიძე უკვე ორი ათეული წელია ქმნის სივრცეებს, რომლებიც აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციურობასა და ემოციურ შთაბეჭდილებას. საკუთარი სტუდიის, Structura.nyc-ს, დაარსება მისთვის ბუნებრივი ნაბიჯი აღმოჩნდა — შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ხედვა და ინოვაციური მიდგომით მიანიჭოს სიცოცხლე სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში განლაგებულ სივრცეებს. კარიერა, რომელიც საქართველოდან დაიწყო და ახლა ნიუ-იორკში ვითარდება, ნათლად ასახავს მის პროფესიულ განვითარებასა და ინტერნაციონალურ გავლენას. ამ ინტერვიუში ნინო გვიზიარებს პროფესიული გზის მნიშვნელოვან ეტაპებს, Structura.nyc-ს ფესვებსა და ხედვას, და იმას, თუ როგორ შეუძლია დიზაინს, აწარმოოს კულტურათა დიალოგი.

ნინო, გვიამბეთ თქვენი ახალი კომპანიის შესახებ, როდის გაგიჩნდათ „Structura.nyc“-ს შექმნის იდეა და რატომ ეს სახელი?

„Structura.nyc“-ს შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ დამებადა. 20 წლიანი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ მსურდა შემექმნა ისეთი სივრცეები, რომლებიც არქიტექტურისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენდა და მომინდა საკუთარი დიზაინ სტუდიის შექმნა ჩემთვის ახალ ადგილას – ნიუ-იორკში.  სახელი „Structura“ ლათინური სიტყვაა და სტრუქტურას ნიშნავს, რაც ჩემთვის მყარი საფუძვლებისა და ინოვაციური მიდგომების შერწყმის სიმბოლოა დიზაინში. კომპანიის სახელზე და ლოგოზე იმუშავეს პროფესიონალებმა – სოფო როსტომაშვილმა და ელდარ ხალიბაურმა .

როგორია „Structura.nyc“-ს პროფილი და რა ტიპის მომსახურებას მოიცავს ის?

„Structura.nyc“ არის დიზაინ სტუდია, რომელიც სპეციალიზდება არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სერვისებს (დაწყებული კონცეფციის შექმნიდან, პროექტირების, მასალების შერჩევისა და მშენებლობის მართვის ჩათვლით), რათა უზრუნველვყოთ ყოველი პროექტის წარმატებული განხორციელება.

რა ტიპის სეგმენტზეა გათვლილი „Structura.nyc“-ს მომსახურება?

ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ასევე კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ეძებენ უნიკალურ და ფუნქციურ დიზაინ გადაწყვეტილებებს. „Structura.nyc“-ს სერვისები გათვლილია მათზე, ვინც აფასებს ხარისხს, ინოვაციას და ინდივიდუალურ მიდგომას.

როგორც ვიცით, თქვენ ნიუ-იორკსა და საქართველოში მოღვაწეობთ, ამ მხრივ როგორი იქნება კომპანიის სამუშაო სივრცე? გეგმავთ ქართულ-ამერიკული ბაზრის ათვისებას?

დიახ, ჩემი საქმიანობა მოიცავს როგორც ნიუ-იორკს, ასევე საქართველოს. „Structura.nyc“-ს მიზანია ორივე ბაზარზე აქტიური ყოფნა და უნიკალური პროექტების შექმნა კულტურათა სინთეზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებას დიზაინის სფეროში.

საინტერესოა, როგორ მოხვდით აშშ-ში? გვიამბეთ უფრო დეტალურად თქვენი ამერიკული ცხოვრებისა და კარიერის შესახებ. როგორ დაიწყო ყველაფერი და რამდენად რთული იყო აქ თავის დამკვიდრება?

ამერიკაში ჩამოსვლა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. თავდაპირველად ვიმუშავე სხვადასხვა დიზაინ კომპანიაში, რაც დამეხმარა ადგილობრივი ბაზრის და პროფესიული სტანდარტების გაცნობაში. პირველ ეტაპზე იყო სირთულეები, მაგრამ ჩემი ვნება და მიზანდასახულობა დამეხმარა პროფესიულ ზრდაში და საკუთარი კომპანიის შექმნაში.

დაცული: Atlas Concorde-ი მილანის დიზაინის კვირეულზე – ინოვაციური სტილი და განსხვავებული კონცეფცია

სად შევინახოთ ნივთები საძინებელში – სათავსოების 7 ვარიანტი