in

ტური დიზაინერ ქეთრინ მარტინისა და რეჟისორ ბაზ ლურმანის ნიუ-იორკულ სახლში

Banner M2
Banner M2

სახლში, რომელიც ჰოლივუდში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე ცნობილ ავსტრალიელ რეჟისორ – ბაზ ლურმანს ეკუთვნის, გამოცდილი კინომანის თვალი შესვლისთანავე ამოიცნობს რეკვიზიტებს ისეთი ცნობილი ფილმებიდან, როგორიც არის, მაგალითად, მულენ რუჟი” და ავსტრალია”. ლურმანი და მისი მეუღლე, კოსტიუმების დიზაინერი – კეტრინ მარტინი სიდნეიდან ნიუ-იორკში 2013 წელს გადავიდნენ – მაშინ, როდესაც დიდ გეტსბიზე” მუშაობდნენ. ბაზი და ქეთრინი საკუთარ პროდიუსერულ კომპანიას – Bazmark-ს მართავენ.

გრინვიჩში ნაქირავები სახლის გამოსყიდვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შემდეგ წყვილმა მანჰეტენზე 1852 წელს ინგლისურ-იტალიურ სტილში აშენებული სახლი იპოვა. „ამ კონკრეტული ქონების შეძენის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი -, სტაივესანტ პარკის სიახლოვე იყო. ეს სასეირნოდ შესანიშნავი ადგილია“ – ამბობს ბაზი.

დიასახლისი პირადად იყო ინტერიერის დიზაინით დაკავებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე მეუღლესთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა. „ბაზს ესკიზები, 3D მოდელები და ნახატები დაახლოებით ისე ვაჩვენე, როგორც მასთან, ჩვეულებრივ, სცენოგრაფიას ვათანხმებ – ეს მისთვის ყველაზე გასაგები და ნაცნობი მეთოდია“ – ამბობს ქეთრინი. „გამოგონილი პერსონაჟებისა და საკუთარი ცხოვრების ხელმძღვანელობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. პროცესში მრავალ სირთულეს წავაწყდით”.

დაახლოებით ექვსი თვე გავიდა მანამ, სანამ ბაზმა და ქეთრინმა დაქირავებული ბინიდან ახალ სახლში გადასვლა შეძლეს. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეუღლე (ის ძალიან მოუთმენელია) თავს სპექტაკლის – „გოდოს მოლოდინში”  გმირად გრძნობდა“ – იხსენებს ქეთრინი. „იოცნებე პარიზში, გაერთე ლონდონში, ხოლო იცხოვრე მხოლოდ ამერიკაში“ – ამბობს ბაზი, „რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო სიდნეია, მაგრამ ნიუ-იორკში ცხოვრება მომწონს“.

პროფესიულ გარემოში ცოლ-ქმრის ტანდემი თეატრალური ეფექტებისადმი მიდრეკილებით არის ცნობილი. ამან ქალაქური სახლის ინტერიერზეც იმოქმედა. ბნელი დერეფანი სახლის ვიქტორიანულ წარსულს დრამატულად ასახავს. ასევე უნდა აღინიშნოს დიდებული წითელი ხალიჩა, რომელიც კიბეებს ამშვენებს. მისაღებ ოთახში დიზაინერი ზურმუხტისფერს თამამად აერთიანებს ლალისფერ აქცენტებთან. ტახტი ლეოპარდის პრინტის ქსოვილით არის მოპირკეთებული, კედლებზე კი შემოქმედებითი წყვილის ახლო მეგობრის – ენტონი უაითის აბსტრაქტული ნახატებია გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ოთახის შპალერის და გადასაკრავი მასალების ქსოვილის ნიმუში თავად მარტინმა შეიმუშავა.

მეორე სართულისთვის მარტინმა და ლურმანმა უფრო მშვიდი პალიტრა და დეკორი შეარჩიეს. „ზედა სართულის მთავარ ოთახს (ჩვენ მას „თეთრ მისაღებ ოთახს“ ვუწოდებთ) 4.8 მეტრის სიმაღლის ჭერი და ძალიან მშვიდი ატმოსფერო აქვს“ – ამბობს ლურმანი. „ინტერიერი ძალიან სუფთა და დელიკატური გამოვიდა“. ავეჯის უმეტესობა ვინტაჟურია. სივრცეში დიდებული ანტიკური ბროლის ჭაღი დომინირებს. ფანჯრიდან ხედი პარკზე იშლება.

განსაკუთრებულ ატმოსფეროს საძინებელში (ასევე მეორე სართულზე მდებარეობს) ქმნის შპალერი, რომელიც ქეთრინის პალმისა და ბანანის ფოთლების ნიმუშის ესკიზებზეა დაფუძნებული. მარტინმა აღმოსავლური სტილის საწოლის ჩარჩო მაიამის სასტუმრო Faena-ს რედიზაინზე მუშაობის პერიოდში შეიძინა. „ის ამ გარემოს მოუხდა“ – ამბობს ქეთრინი, „ძალიან მიყვარს ავთენტური ნივთები. წარმომავლობიდან გამომდინარე, მათში განსაკუთრებული ხასიათი იგრძნობა“.

ამ სახლის სტუმრების სიაში ბევრი ცნობილი ადამიანია, რომლებმაც ინტერიერის შესახებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება უკვე მოასწრეს. მაგალითად, ოჯახის ერთ-ერთი უახლოესმა მეგობარმა, მსახიობმა – ნიკოლ კიდმანმა, რომელმაც ლურმანის ფილმებში მულენ რუჟი” და ავსტრალია” ითამაშა, ასეთი რამ თქვა: „ჩემთვის ბაზი და ქეთრინი რენესანსის ხალხია: მათ უჩვეულოდ ფართო მსოფლმხედველობა და უზარმაზარი ნიჭი აქვთ. არსებობენ პიროვნებები, რომლებიც ბუნებრივად იმდენად არტისტულები არიან, რომ მათი ცხოვრება თავად ხელოვნებაა. ამ სახლის კედლებში სწორედ ეს იგრძნობა.“  

რომელია საუკეთესო სეზონი რემონტისთვის – ზამთარი თუ ზაფხული?

კომპოზიტური WPC დეკი ღია სივრცეში დასაგებად – სიახლე PARKETT.GE-გან