დიზაინის ფესტივალები თანამედროვე კულტურაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. ისინი არამარტო შემოქმედებითი ინდუსტრიების განუყოფელ ნაწილად გვევლინება, არამედ პლატფორმებად, რომლებიც საშუალებას აძლევს დიზაინერებს, ხელოვანებს და ინოვატორებს, დაამყარონ კონტაქტები, გაცვალონ იდეები და დააფიქსირონ შემოქმედებითი ხედვები. დიზაინის ფესტივალები არ ემყარება მხოლოდ ხილულ ხელოვნებას ან დიზაინს, ისინი ქმნიან სივრცეს, სადაც განიხილება მთელი სამყაროსთვის გადამწყვეტი თემები, როგორიცაა მდგრადობა, ტექნოლოგიები და სოციალური ცვლილებები.
დღეს დიზაინის ფესტივალები იმდენად მრავალფეროვანი და მოქნილია, რომ ისინი არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალები ძირითადად დიდ ქალაქებში იმართება, მათი გავლენა ვრცელდება გლობალურად,
დიზაინი როგორც მოვლენა აღარ არის მხოლოდ ნივთების შექმნა, ან სახლის მოწყობა, ის ადამიანს და გარემოს შორის ურთიერთობების გამოხატვის ძლიერ საშუალებად იქცა.
ამასთან, დიზაინის ფესტივალების გავლენა და მნიშვნელობა ბევრად აღემატება მხოლოდ მიმზიდველ გამოფენებს. ისინი ადამიანის ცნობისმოყვარეობას და შემოქმედებას ავითარებენ. წარმოაჩენენ დიზაინის მიღწევებს, რომელიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას.
დღეს გთავაზობთ 2025 წლის დიზაინის ფესტივალების კალენდარს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
2025 წლის იანვარი
DesignTO 2025 24 იანვარი – 2 თებერვალი, ტორონტო, კანადა
2025 წლის თებერვალი
სტოკჰოლმის დიზაინის კვირეული, 2025, 3-9 თებერვალი, სტოკჰოლმი, შვედეთი
მადრიდის დიზაინის ფესტივალი 2025 12-23 თებერვალი, მადრიდი, ესპანეთი
მოდერნიზმის კვირეული, 2025 13-23 თებერვალი, პალმ სპრინგსი, აშშ
დიზაინის ბიენალე როტერდამი 2025 20 თებერვალი – 2 მარტი, როტერდამი
2025 წლის მარტი
ოკლენდის დიზაინის კვირეული, 2025 3-9 მარტი, ოკლენდი, ახალი ზელანდია
SXSW 2025 7-15 მარტი, ოსტინი, აშშ
პერტის დიზაინის კვირეული, 2025 20-27 მარტი, პერტი, ავსტრალია
2025 წლის აპრილი
DesignMarch მარტი 2025 2-6 აპრილი, რეიკიავიკი, ისლანდია
ტიგულიოს დიზაინ უბანი, 2025 7-13 აპრილი, იტალია
მილანის დიზაინის კვირეული, 2025 7-13 აპრილი, მილანი, იტალია
ბოსტონის დიზაინის კვირეული, 2025 22 აპრილი – 4 მაისი, ბოსტონი, აშშ
2025 წლის მაისი
ბოგოტას დიზაინის ფესტივალი 2025 7-10 მაისი, ბოგოტა, კოლუმბია
OFF Barcelona 2025 8-10 მაისი, ბარსელონა, ესპანეთი
დიზაინის თვე გრაცში, 2025 9 მაისი – 8 ივნისი, გრაც, ავსტრია
ლონდონის ხელოვნების და ოსტატობის კვირეული, 2025 12-18 მაისი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
NYCxDesign 2025 15-21 მაისი, ნიუ-იორკი, აშშ
რუმინული დიზაინის კვირეული, 2025 16-25 მაისი, ბუქარესტი, რუმინეთი
კლერკენველის დიზაინის კვირეული, 2025 20-22 მაისი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
სამხრეთ შვედეთის დიზაინის დღეები 2025 წელი 22-25 მაისი, მალმო, შვედეთი
2025 წლის ივნისი
დიზაინის 3 დღე 2025 18-20 ივნისი, კოპენჰაგენი, დანია
LA დიზაინის ფესტივალი 2025 26-29 ივნისი, ლოს-ანჯელესი, აშშ