in

MM01 — გამჭვირვალე კაბინა საზღვაო კონტეინერის კონსტრუქციით

Alliance Group
Alliance Group

“MM01” არის პატარა, 20მ2 ფართობის მქონე ე.წ. შაბათ-კვირის კაბინა ორი ადამიანისთვის, რომელიც ამ თავშესაფარს, როგორც წესი, გარე სპორტისთვის და ბუნებაში სხვა აქტივობებისთვის იყენებს.

კომპაქტური სივრცე 4 თანაბარი ზომის ნაწილად არის დაყოფილი: საძინებელი, საცხოვრებელი/სამუშაო ზონა, სამზარეულო და აბაზანა. სივრცითი შეზღუდვების მიუხედავად, აბაზანა და სამზარეულო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, როგორიც არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სარეცხი მანქანა. იმისთვის, რომ სივრცე მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, მაგიდა და დასაკეცი შირმა საწოლის ქვემოთ არის დამალული.

საცხოვრებელ სივრცეს ემატება იმავე ფართობის ტერასა, რომელიც ულამაზესი ხეების რიგის წინ არის განთავსებული. სწორედ ამის გამო, ტერასა უზრუნველყოფს კონფიდენციალობას და ჩრდილს ზაფხულის ცხელ დღეებში. ტყე ჰაერის კონდიცირების ბუნებრივ სისტემას წარმოადგენს.

პროექტს “MM01” მალკოლმ მაკლინის — საზღვაო კონტეინერის გამომგონებლის პატივსაცემად დაარქვეს. სწორედ კონტეინერის კონსტრუქციაზეა სახლი შექმნილი. მისი ტრანსპორტირება სტანდარტული სატვირთო მანქანის საშუალებით არის შესაძლებელი. მთლიანი სტრუქტურა, საძირკვლის ჩათვლით, შეიძლება სრულიად მოიხსნას და მიწის ნაკვეთი მარტივად დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

მშვიდი აპარტამენტი ტულუმში გამორჩეული დიზაინით

მისაღები ოთახი სკანდინავიურ სტილში — იდეები შთაგონებისთვის