in

მერლინ მონროს გამორჩეული სახლები

მერლინ მონროს შესახებ გადაღებულ ფილმში „ქერათმიანი“, ანა დე არმასი ცდილობს მონროს პიროვნება მთელი სისავსით წარმოაჩინოს. ჯოის კეროლ ოუტსის მიერ 1999 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული პროვოკაციული ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ენდრიუ დომინიკი გახლავთ. ფილმში ასახულია მრავალი საინტერესო დეტალი კინოვარსკვლავის ცხოვრების შესახებ და მეტი დამაჯერებლობისთვის, გადასაღებ მოედნებად გამოყენებულია სახლები, სადაც მონრო ცხოვრობდა.

ხმელთაშუა ზღვის სტილის სასახლე ჰოლივუდის მთებში

1952 წელს მონრომ იქირავა სახლი, სადაც ის და დიმაჯიო ხანმოკლე ქორწინების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 1938 წელს აშენებულ 310მ2-ის სიდიდის ორსართულიან ესპანური სტილის ვილას ოთხი საძინებელი, ოთხ-ნახევარი სააბაზანო და საუცხოო მისაღები ოთახი აქვს. სახლი რუნიონის კანიონს გადაჰყურებს.

ფრანგული ნორმანდიული სტილის პენტჰაუსი დასავლეთ ჰოლივუდში

მას შემდეგ, რაც წყვილი დაშორდა, მონრო დასავლეთ ჰოლივუდში, არქიტექტორების – ლელან ბრაიანტისა და სამუელ კოინის მიერ 1930 წელს დაპროექტებულ შენობაში, ფრანგული ნორმანდიული სტილის პენტჰაუსში გადავიდა. Voltaire Apartments-ს (როგორც ის 1954 წელს იყო ცნობილი) ჯერ კიდევ შემორჩა იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრები და ქალაქის ულამაზესი ხედები. შენობამ, რომელსაც ახლა Granville Towers ეწოდება, მრავალ ცნობილ ადამიანს, მათ შორის დევიდ ბოუისა და ნორა ეფრონს, უმასპინძლა.

კონექტიკუტის სასტუმრო

მოგვიანებით, იმავე წელს, როდესაც მონრო ნიუ-იორკში საკუთარი თავის ხელახლა შექმნის მიზნით გადავიდა, იგი სამსახიობო კურსებზე ლი სტრასბერგთან ერთად Actors Studio-ში დადიოდა და ცხოვრობდა სასტუმროში, რომელიც მისი მეგობრის – ფოტოგრაფ მილტონ ჰ. გრინის სტუდიასთან ახლოს მდებარეობდა. მონრო გრინთან (რომელიც მისი ახალი კინოწარმოების კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა) და მის ოჯახთან ერთად კონექტიკუტში სტუმრების ლუქსში 1954 წლიდან 1956 წლის ზაფხულამდე დარჩა, სანამ ის დაქორწინდებოდა მილერზე, რომელთან შეხვედრაც 1955 წელს მისი პიესის, View From A Bridge-ის წარდგენისას მოხდა.

ფრანგული სტილის ტბის სახლი

მართალია, მონროს ამ სახლში არ უცხოვრია, მაგრამ მან ვარსკვლავის ცხოვრებაში მაინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1956 წელს უესტჩესტერის საოლქო სასამართლოს შენობაში, უაით პლეინსში, სამოქალაქო ქორწინების შემდეგ, მონროსა და მილერს მეორე ებრაული ცერემონია ჰქონდათ უესტჩესტერის გაზონზე, ნიუ-იორკში, მილერის აგენტის – კეი ბრაუნის სახლში. 1948 წელს აშენებული 400მ2-ის სიდიდის რეზიდენცია ოთხ საძინებელსა და ექვს აბაზანას მოიცავს.

ომამდელი პეიოდის ბინა მანჰეტენზე

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის ბევრი შენობა თავს არიდებს მეცამეტე სართულს, ეს იყო აღმოსავლეთის 57-ე ქუჩაზე მდებარე ომამდელი პერიოდის ჰაეროვანი ბინა, სადაც მონრო და მილერი ცხოვრობდნენ მაშინ, როდესაც მილერმა მეუღლის ბოლო ფილმისთვის – The Misfits სცენარი დაწერა. 203მ2-ის ფართობის მქონე სამოთახიან ბინა, რომელიც ამჟამად იყიდება, სამ აბაზანას, მაღალ ჭერს, ხის ბუხარს და ქალაქის შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობს.

სახლი კონექტიკუტში

ასევე, წყვილმა გარკვეული დრო კონექტიკუტში მდებარე 1769 წელს აშენებულ მილერის ფერმაში გაატარა. თავდაპირველად ისინი ოთხი საძინებლის მქონე სახლის განახლებას გეგმავდნენ ახალი დიზაინით, რომელიც მონრომ ფრენკ ლოიდ რაიტს შეუკვეთა, თუმცა, მილერს ცნობილი არქიტექტორის გეგმა არ მოეწონა და შენობის განახლება არ მოისურვა. მილერი იქ 2005 წლამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლი ლოს-ანჯელესში

ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც წყვილის ქორწინება დასრულდა, მონრომ შეიძინა თავისი პირველი სახლი, რომელიც მან ასე აღწერა: „მექსიკური სტილის საყვარელი სახლი რვა ოთახით”. L- ფორმის წითელი კრამიტით გადახურულ სახლს ორი საძინებელი ჰქონდა. მონროს საძინებელს, ისევე, როგორც მისაღებ ოთახს, კრამიტით მოპირკეთებული ბუხარი ამშვენებდა. კინოვარსკვლავი სწორედ ამ სახლში გარდაიცვალა.

რა არის კოსმეტიკური რემონტი?

პატარა მყუდრო ლონდონური სახლი ბაღით