in

ბერნარდ ჩუმი — თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი

ბერნარდ ჩუმი ცნობილი არქიტექტორი, მწერალი და პედაგოგია. იგი 1944 წლის 25 იანვარს ლოზანაში, შვეიცარიაში დაიბადა. ბერნარდი ცნობილი არქიტექტორის — ჟან ჩუმის შვილია. 1969 წელს მან ციურიხში არქიტექტურის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ ბერნარდმა დაიწყო პროფესიული კარიერა სხვადასხვა დაწესებულებებში სწავლებით, მათ შორის Portsmouth Polytechnic-ში, დიდ ბრიტანეთში, ლონდონის არქიტექტურის ასოციაციაში, არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ინსტიტუტში, პრინსტონის უნივერსიტეტში, Cooper Union-ში (ნიუ-იორკი) და კოლუმბიის უნივერსიტეტში. ჩუმი არა მხოლოდ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, არამედ 1988-2003 წლებში Graduate School of Architecture-ის დეკანის თანამდებობასაც იკავებდა.

1983 წელს მან გაიმარჯვა ლანდშაფტის დიზაინის კონკურსის პროექტში, სახელწოდებით Parc de La Villette, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთთან შესაჯიბრებლად 41 ქვეყნიდან 460 გუნდი შეიკრიბა. თუმცა ამ პრაქტიკულ თავგადასავლამდე ბერნარდმა, როგორც თეორეტიკოსმა, თავისი გამორჩეული ნაწერებითა და ნახატებით უკვე მოიპოვა აღიარება აკადემიურ სამყაროში. 1983 წელს მან პარიზში საკუთარი ოფიციალური არქიტექტურული პრაქტიკა დააარსა და 1988 წელს გახსნა Bernard Tschumi Architects (BTA), რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. 2002 წელს მან კიდევ უფრო გააფართოვა თავისი პრაქტიკა პარიზში მდებარე სხვა ოფისის მეშვეობით, სახელწოდებით Bernard Tschumi urbanistes Architectes (BtuA).

8 House

ბერნარდი თავისი კარიერის მანძილზე არქიტექტურასთან მიმართებაში ძალიან უნიკალურ მიდგომას იყენებს. ის უარყოფს წარმატებული დიზაინისთვის მომხმარებელსა და შენობას შორის ქიმიის არსებობის აუცილებლობას. ჩუმი ამ ცნებას მაქსიმალურად გულწრფელად განმარტავს: „ნებისმიერი ურთიერთობა შენობასა და მის მომხმარებლებს შორის არის ძალადობა, რადგან ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს ადამიანის სხეულის მოცემულ სივრცეში — ერთი წესრიგის მეორეში შეჭრას“. მისი აზრით, საჭირო არ არის, არქიტექტურული ფორმა შენობაში მიმდინარე პროგრამებსა და მოვლენებს უჭერდეს მხარს, ამის ნაცვლად, გამოწვევას ამ შენობის პოტენციალი და მისი უკეთესად ფუნქციონირების შესაძლებლობები უნდა წარმოადგენდეს.

Blue Condominium Tower, ნიუ იორკი
Vacheron Constantin

არქიტექტურის უფრო ყოვლისმომცველად ასახსნელად, ბერნარდმა თავისი არქიტექტურული სწავლებები გააერთიანა ინფორმაციის სხვა საშუალებებთან, როგორიც არის კინო და ლიტერატურის თეორია. მისი დემონსტრაციები უფრო დახვეწილი გახდა 1970-იან წლებში, როდესაც ის ასწავლიდა არქიტექტურულ ასოციაციაში და აითვისა მონტაჟის ტექნიკა პროგრამების, სივრცის, მოვლენისა და მოძრაობის სისტემების, ასევე არქიტექტურული შემოქმედების ვიზუალური და ფორმალური თვისებების ასახსნელად. ბერნარდის ნამუშევრები საკმაოდ ხშირად განიხილება, როგორც დეკონსტრუქციული და მას, ადამიანების მოთხოვნილებებზე მეტად, ინტელექტუალურ ასპექტზე ფოკუსირებაში ადანაშაულებენ.

ბერნარდ ჩუმი თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია. იგი მსოფლიოს არქიტექტურის სფეროში მომსახურებას ნიუ-იორკსა და პარიზში მდებარე ოფისების მეშვეობით სთავაზობს. მისი სამუშაოს ფართო დიაპაზონი მოიცავს მრავალ მიმართულებას დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, დამთავრებული გენერალური გეგმებით.

Paul Cejas Architecture Building, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Two World Trade Center
აკროპოლისის მუზეუმი

Blue Condominium Tower, ნიუ იორკი

7 ნივთი დომინოს ჰიპერმარკეტიდან, რომლებიც თქვენს სახლში საახალწლო განწყობას შემოიტანს

8 სასარგებლო იდეა პატარა სამზარეულოს მოსაწყობად