in

7 ნივთი დომინოს ჰიპერმარკეტიდან, რომლებიც თქვენს სახლში საახალწლო განწყობას შემოიტანს

თუ ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებით და გსურთ ეს დღე თქვენი გარშემომყოფებისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადოთ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო დეკორაციას დიდი ყურადღება დაუთმოთ. ახალი წელი განახლებასთან არის დაკავშირებული და ამიტომ ინტერიერში ახალი ელემენტების, საშობაო მორთულობებისა და დეკორის შემოტანა სიცოცხლესა და ხალისს შესძენს თქვენს სახლს.

სხვადასხვა მაღაზიაში სიარული და ნივთების შერჩევა დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, განსაკუთრებით დეკემბრის ცივ დღეებსა და საცობებში, მითუმეტეს თუ ხარისხიანი, მრავალფეროვანი და საინტერესო აქსესუარების შერჩევა გსურთ. ჰიპერმარკეტ „დომინოს“ ქსელი არის ის ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოთავსებული და საახალწლო პროდუქციის დიდ არჩევანი დაგხვდებათ. დღეს გაგაცნობთ 7 ნივთს „დომინოს“ მაღაზიებიდან, რომლებიც თქვენს სახლში სადღესასწაულო განწყობას შემოიტანს.

ხელოვნური ნაძვის ხე

საახალწლო დეკორაციის უმთავრეს ელემენტს, აუცილებელ ნივთს, ნაძვის ხე წარმოადგენს. მის გარეშე, თითოეული ჩვენგანისთვის, დღესასწაული წარმოუდგენელია. ეს არის სიმბოლო, რომელიც ამაღელვებელ და განსაკუთრებულ განწყობას გვიქმნის და ოჯახის თითოეულ წევრს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ მისი განახლება, ახალ ემოციებსა და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ, ინტერიერი ხელოვნური ხით მორთოთ, რადგან ამით თქვენს წვლილს შეიტანთ ბუნების უსაფრთხოების დაცვასა და მისი სიჯანსაღის შენარჩუნებაში.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

ბუნებრივი მცენარეები – ნაძვი და შობის ყვავილი

ბუნებრივი ნაძვის ხე და შობის ყვავილი ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომელთა გარეშეც შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბუნებრივ მცენარეებს და მათი გამოყენება საახალწლო დეკორაციის შესაქმნელად ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. ხელოვნურისგან განსხვავებით, ბუნებრივს ის უპირატესობა აქვს, რომ მას არა მხოლოდ საახალწლოდ გამოიყენებთ, არამედ მთელი წლის განმავლობაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს თქვენს ინტერიერში და სიცოცხლის, სიმწვანისა და სიჯანსაღის ატმოსფეროს შექმნის. შობის ყვავილი კი, სიფერადესა და მრავალფეროვნებას შესძენს სადღესასწაულო გაფორმებას და საშობაოდ განგაწყობთ. ასევე, კარგი საჩუქარი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მცენარეები გამორჩეულად უყვართ.

ელექტრო ბუხარი

ბუხარი ზამთარს, განსაკუთრებით კი ახალი წლის დღეებს გამორჩეულად უხდება. ის, ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს სადღესასწაულო დეკორში, რომელიც შეგიძლიათ მორთოთ წინდებით, სანთლებითა და ნაძვის ხის ტოტებით. სტანდარტული ბუხრისგან განსხვავებით, ელექტრო ბუხარი ნებისმიერ სივრცეში იდეალურად განთავსდება და ინტერიერს მიმზიდველ, ელეგანტურ ვიზუალს მიანიჭებს. სახლში კი სიმყუდროვეს, სითბოსა და დადებით ატმოსფეროს შექმნის. ეს პროდუქტი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თქვენს ინტერიერში სიახლის შემოსატანად და ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, რომელიც თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

ხალიჩა

კიდევ ერთი ნივთი, რომელიც სახლს სიმყუდროვეს, კომფორტსა და თბილ აურას სძენს ხალიჩაა. დახვეწილი ორნამენტებით გაფორმებული ხალიჩა, სივრცეს მდიდრულ და ელეგანტური იერსახეს ანიჭებს. კარგი იქნება სადღესასწაულო დეკორაციაში ამ პროდუქტზე აქცენტირება, მაგალითად მასზე ნაძვის ხისა და საჩუქრების განთავსება, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს საახალწლო კუთხეს და ამასთანავე, უზრუნველყოფს მის ერთგვარ ზონირებას, ამ ადგილის გამორჩეულობაზე ხაზგასმას. ასევე, შესაძლოა ნოხი ბავშვებისათვის საყვარელ სათამაშო სივრცედაც გადაიქცეს და განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს თქვენს სახლში.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

საახალწლო განათება

განათება ის მთავარი ელემენტია, რომლის საშუალებითაც განწყობისა და ხასიათის შექმნაა შესაძლებელი. განსაკუთრებით კი საახალწლო განათება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია და თქვენი სახლის ინტერიერსა თუ ექსტერიერს მაგიური, ჯადოსნური მუხტით ავსებს.  ფერადი, მოციმციმე ნათურების გარეშე შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია. სწორედ სადღესასწაულო განათება ანიჭებს თითოეულ ნივთს განსაკუთრებულობას და სახლში საოცრად მყუდრო, თბილ, ინტიმურ და საახალწლო განწყობას ქმნის.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

თოვლის ბაბუა – საახალწლო დეკორი

თოვლის ბაბუა კიდევ ერთი აუცილებელი ელემენტია, რომელიც ახალ წელს უკავშირდება. მას განსაკუთრებული დატვირთვა პატარებისთვის აქვს, ვინაიდან იგი საჩუქრებთან და განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ის არის სასწაულისა და ჯადოსნობის სიმბოლო, რომელიც თითოეულ ჩვენგანში სადღესასწაულო განწყობას აღვიძებს და უკეთესი მომავლის რწმენას ბადებს. ზოგჯერ დროებით გვავიწყებს ასაკსაც და წარსულში, ბავშვობაში გვამოგზაურებს.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

საახალწლო დეკორაცია – „სახლი“

საახალწლო სუვენირები და ნივთები დეკორაციის განუყოფელი ნაწილია.  მაგალითად, სახლის საახალწლო დეკორის გამოყენება თქვენს ინტერიერს სიმყუდროვითა და დადებითი ემოციებით ავსებს, თითოეულ ადამიანში სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს და ამ დღეს მეტად დასამახსოვრებელსა და შთაბეჭდილებებით აღსავსეს ხდის. ამავდროულად, ასეთი დეკორაცია კარგი საახალწლო საჩუქარია თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

სად შევიძინოთ “დომინოს” საახალწლო პროდუქცია თბილისში

ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის  მომსახურებითაც.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი მონაწილეობა ზალცბურგის საერთაშორისო დიზაინის კვირეულში

ბერნარდ ჩუმი — თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი