in

სად შევიძინო საახალწლო დეკორაცია დიდი ფასდაკლებით? – 10 ადგილი თბილისში

თუ სადღესასწაულო დეკორაციის განახლება წელს ვერ მოახერხეთ, ან კიდევ გსურთ თქვენი საშობაო აქსესუარების გამრავალფეროვნება, ამ ეტაპზე მაღაზიები საახალწლო კოლექციებზე დიდ ფასდაკლებებს გთავაზობთ, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ნივთის დაბალ ფასად შეძენასა და სადღესასწაულო განწყობის გახანგრძლივებაში ან მომავალი სეზონისთვის მომზადებაში. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ მაღაზიებს გაგაცნობთ, სადაც საახალწლო დეკორაციას დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.

Remember the store

Remember the store“-ში სრულ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი აქსესუარები და დეკორაციები საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინოთ და მომავალი წლის მორთულობებზე წინასწარ იზრუნოთ.

Ambience Concept Store 

თუ ნაძვის ხის განახლება წელს ვერ მოახერხეთ, ფასდაკლებული პროდუქტი შეგიძლიათ მომავალი წლისთვის შეიძინოთ და 2025 წელს ახალი დეკორაციით შეხვდეთ.  „Ambience Concept Store“  სილიკონის ნაძვის ხეებსა და საახალწლო სათამაშოებზე დიდ ფასდაკლებას გთავაზობთ, ამიტომ თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენას შეღავათიან ფასად შეძლებთ.

მაღაზიაზაერი

დიდი ფასდაკლებები დაგხვდებათ მაღაზია “ზაერში“, რაც დაგეხმარებათ თქვენი სადღესასწაულო მორთულობა მომავალ წელს კიდევ უფრო მდიდრული, სახასიათო, საინტერესო და მიმზიდველი გახადოთ.

HOME  

ნაძვის ხის სათამაშოები არასდროს არის ზედმეტი, საახალწლო აქსესუარი კი ნებისმიერი ადამიანისთვის იდეალურ საჩუქარია. მაღაზია „HOME“ საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სადღესასწაულო პროდუქტი დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ და თქვენი საყვარელი ადამიანები ორიგინალური საჩუქრით გაახაროთ.

Coincasa   

Coincasa“-ს შოურუმშიც დაგხვდებათ სასურველი პროდუქცია დიდი ფასდაკლებით, რაც მომავალ საახალწლო სამზადისს გაგიმარტივებთ და თქვენს სადღესასწაულო დეკორაციას გაამდიდრებს.

Mysa 

საშობაო აქსესუარებისა და სათამაშოების ფასდაკლებით შეძენა „Mysa“-ს შოურუმშიც შეგიძლიათ, რაც გაგიხანგრძლივებთ სადღესასწაულო განწყობას და მომავალი წლის საახალწლო დეკორაციის განახლებაშიც დაგეხმარებათ.

მოდუსი

თუ სასურველი პროდუქტის შეძენას ფასდაკლებების დროს ამჯობინებთ,  „მოდუსის“ შოურუმის მონახულებასაც გირჩევთ, სადაც სადღესასწაულო დეკორაციების მრავალფეროვანი კოლექციაა წარმოდგენილი.

დომინო 

დომინოს“ შოურუმშიც შეხვდებით ბევრ საინტერესო საახალწლო აქსესუარსა და დეკორაციას, რომელსაც ფასდაკლების ფარგლებში დიდი შეღავათით შეიძენთ.

JYSK

დიდი ფასდაკლებები დაგხვდებათ  „JYSK“-ის შოურუმში, რაც საშუალებას მოგცემთ ნაძვის ხის სათამაშოები თუ საახალწლო მორთულობები მომავალ წელს განაახლოთ და გაამდიდროთ.

სუპერი

სუპერის“ მაღაზიაც არაა გამონაკლისი და თავის ერთგულ მომხმარებელს საახალწლო, მრავალფეროვან კოლექციას დიდი ფასდკალებით და სასურველ პროდუქტებს დაბალ ფასად სთავაზობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

საახალწლოდ მორთული მომხიბვლელი სახლი ინგლისში

როგორ გავრეცხოთ და გავაშროთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქსოვილები?