in

Side Table 606 – აინო აალტოს საკულტო დიზაინი, რომელიც თავდაპირველად ფეხსაცმლის გამოსაცვლელად შეიქმნა

“Side Table 606” რომელიც შედგება ფოლადის მილისებური ჩარჩოსა და არყის ხის მასალისგან, შეიძლება მჭიდროდ მოთავსდეს სავარძელთან, დივანთან, საწოლის სიახლოვეს და ა.შ. მისი სამი მეოთხედი საყრდენის წყალობით, მაგიდას ძალიან კომფორტული დიზაინი აქვს, რაც იდეალურია მუშაობის ან კითხვის პროცესში.

ეს მაგიდა მსუბუქი და მრავალმხრივი ნივთია და შექმნილია ცნობილი ფრანგი დიზაინერისა და არქიტექტორის – აინო აალტოს მიერ, რომელიც არქიტექტურას ჰელსინკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობდა და განსაკუთრებით ცნობილი იყო მისი მეუღლის – ალვარ აალტოს წყალობით.

აანომ დიზაინზე მუშაობა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ის და ალვარო Paimio Sanatorium-ის პროექტს ქმნიდნენ, ხოლო მაგიდის მსგავსი ავეჯი ფეხსაცმლის გამოსაცვლელად სჭირდებოდათ, სწორედ ამიტომ Side Table თავდაპირველად ფეხსაცმლის გამოსაცვლელად გამოიყენებოდა.

დიზაინზე მუშაობა აინომ 1932 წელს დაასრულა და მისმა მრავალფუნქციურმა თვისებებმა და განსხვავებულმა გარეგნობამ მყიდველები მალევე მიიზიდა. დღეს ორიგინალი მოდელის შეძენა “Artek”-ის შოურუმებშია შესაძლებელი და მისი ღირებულება დაახლოებით $380-დან იწყება.

ჩასაშენებელი საშხაპე სისტემა – ღირს თუ არა მისი არჩევა?

ბუნებრივი მასალებითა და ღია ფერებით შექმნილი ბინა იოსელიანის ქუჩაზე — თამა კალანდიას ნამუშევარი