in

აინო აალტო – მეუღლის ჩრდილში მოღვაძე არქიტექტორი და დიზაინერი

აალტოს გვარი ერთ დროს სკანდინავიური დიზაინის სინონიმად იქცა დიზაინში. ეს ყველაფერი ცნობილი არქიტექტორის, ალვარ აალტოს დამსახურებით მოხდა. აალტო პოპულარული გახდა მისი ერგონომიული გადაწყვეტილებებისა და გენიალური აღმოჩენების ხარჯზე, XX საუკუნის არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, თუმცა ცოტას თუ ახსოვს, რომ ალვაროს ნამუშევრების გვერდით იდგა ნიჭიერი დიზაინერი და მეუღლე – აინო აალტო.

აინო ინტერიერის, ავეჯისა და ჭურჭლის გამორჩეულ დიზაინს ქმნიდა, მაგრამ, როგორც XX საუკუნის ბევრი ქალი დიზაინერი, ისიც მეუღლის ჩრდილის ქვეშ მოღვაწეობდა. აინო არა მხოლოდ ელეგანტურ ნამუშევრებზე მუშაობდა, არამედ აპროექტებდა ისეთ საკულტო დიზაინებსაც, რომლებიც კლასიკად იქცა და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.

აინო მარსია ჰელსინკიში, 1894 წელს დაიბადა. სხვა ევროპელი ქალების მსგავსად, მასაც ჰქონდა წვდომა უმაღლეს განათლებასთან არქიტექტურის განხრით. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჰელსინკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში აინომ დააპროექტა ავეჯი ჰიეტალაჰტის ქარხნისთვის. 1920 წელს მან დაასრულა უნივერსიტეტი და მუშაობდა არქიტექტორ ოივა კალიოს სტუდიაში.

1924 წელს აინო გახდა ალვარ აალტოს ბიუროს თანამშრომელი და იმავე წლის ოქტომბერში, თავად ალვარის მეუღლეც. ისინი ერთად გაემგზავრნენ იტალიაში არქიტექტურის უკეთ შესასწავლად. მას შემდეგ ალვარისა და აინოს პროფესიული ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული: ისინი ერთად მუშაობდნენ შეკვეთებზე და ავსებდნენ ერთმანეთის სტილს.

Aalto-ს არქიტექტურული ფირმის მიერ შექმნილ პროექტებში რთულია ალვარისა და აინოს ინდივიდუალური წვლილის განსხვავება, თუმცა აინოს დამოუკიდებელ არქიტექტურულ პროცესებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ ბავშვთა სახლი და ნოორმარკუს კლინიკა, რომლის პროექტიც 1945 წელს შექმნა.

მისი განსაკუთრებული შეხედულება მსოფლიო არქიტექტურულ პრაქტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე და განვითარებად სკანდინავიურ დიზაინზე ეწინააღმდეგებოდა ზოგად ევროპულ კონცეფციას. აინო სრულად არ ეთანხმებოდა მოდერნიზმის იდეოლოგიას. მან სახლები შექმნა სიცოცხლისთვის და არა არქიტექტურული იდეოლოგიისთვის.

აინო ყურადღებას ამახვილებდა სახლში კომფორტის შექმნაზე, ტექსტილისა და ავეჯის გამოყენებით თბილი ხასიათის ჩამოყალიბებაზე და სივრცეების ათვისებაზე, რასაც XX საუკუნის სტილში იშვიათად შევხვდებით.

აინოს პირველი დამოუკიდებელი პროექტი არქიტექტურაში იყო ვილა ფლორა (1926) ალაიარვიში, რომელიც ცნობილია, როგორც საოჯახო საზაფხულო რეზიდენცია. მაგრამ ის უფრო მეტად პოპულარული გახდა ქმართან თანამშრომლობით შესრულებული ნამუშევრებით: ვიბორგის ბიბლიოთეკა, პაიმიოს სანატორიუმი და  სახლი ჰელსინკიში.

ითვლება, რომ აინო ალვარომ უდიდესი წვლილი შეიტანა ინტერიერის დიზაინის განვითარებაში. მისი სტილი გამოირჩევა იმისგან, რასაც ჩვენ სკანდინავიური სტილის მახასიათებლებს მივაწერთ.

სწორედ აინო აალტომ შექმნა ცნობილი მაგიდის დიზაინი, რომელსაც Artek – ის ბრენდი აწარმოებს და Side Table 606 – ის სახელწოდებით არის ცნობილი.

Paimio Armchair კიდევ ერთი ცნობილი დიზაინია, რომელიც აინომ და ალვარმა ერთად დააპროექტეს,1930 წელს.

Savoy vase ფინური ტრადიციებით არის შთაგონებული და ერთი შეხედვით, ხის ფორმას წააგავს. მისი დიზაინი აინომ 1937 წელს შექმნა, თუმცა პროდუქტს, როგორც წესი, ალვარ აალტოს სახელს უკავშირებენ.

Bölgeblick tumbler ჭურჭლის კომპლექტია, რომელიც აინომ 1932 წელს შექმნა.

აინო პრიორიტეტს ანიჭებდა ავეჯის ფუნქციურ გამოყენებას და ბუნებრივ მასალებს. მისივე თქმით, დიზაინში ესთეტიკის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მკაფიო ფორმებითა და პრაქტიკული გადაწყვეტილებებით.

როგორ დავუბრუნოთ რეცხვის შედეგად დაპატარავებულ ქსოვილს პირვანდელი ზომა? – 5 მარტივი რჩევა

სახლი ტყესა და მდელოს შორის – nArchitects-ის პროექტი