in

საახალწლოდ მორთული მომხიბვლელი სახლი ინგლისში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ინგლისში მდებარეობს და ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომლებმაც ინტერიერში თანამედროვე აქცენტები შემოიტანეს და საახალწლო განწყობაც შექმნეს. წყვილი საცხოვრებლად ინგლისში 2012 წელს გადავიდა, თავდაპირველად ისინი აქ დარჩენას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ამერიკული ცხოვრების მიტოვება და მყუდრო, კოტეჯის ტიპის საცხოვრებელის შექმნა გადაწყვიტეს.

სახლის პროექტი 1980-იან წლებში შეიქმნა და გამორჩეულია მრავალი თვალსაზრისით. დღეს მას სამი საკმაოდ დიდი ოთახი, საძინებელი და სამზარეულო აქვს, ხოლო მაღალი, ხის მოპირკეთებული ჭერი გაფორმებულია მოდერნისტული სტილის ფანჯრებითა და აქსესუარებით.

წინასაახალწლოდ წყვილმა ინტერიერის დიზაინის სრულიად შეცვლა და მასში ახალი, სადღესასწაულო შტრიხების შეტანა გადაწყვიტა.

მაგიდაზე დეკორაციების სახით გამოყენებულია ინდური შანდლები და ქსოვილები.

ვერცხლისფერი, მწვანე და ყავისფერი ჯაჭვები კი სახლის მეპატრონემ თავადვე შექმნა, ფერადი ქაღალდების გამოყენებით.

ყურადღებას იქცევს ჩარჩოში ჩასმული ქსოვილი კედელზე, რომელსაც სივრცეში ამერიკული სტილის ელემენტები შემოაქვს.

მისაღებ ოთახში დივანი George Sherlock-ის მიერ არის შექმნილი, ქსოვილები და სხვადასხვა ორნამენტები კი მეპატრონემ გერმანიაში შეიძინა.

მისაღებ ოთახთან გაერთიანებულია მცირე ზომის სამზარეულოც, სადაც telier Vime-ს კოლექციის სანათებია განთავსებული.

სახლში არსებული თითოეული კარი მაღალი ხარისხის ხისგანაა დამზადებული. აქვეა ბუხარიც, რომელსაც ვინტაჟური ორნამენტები და საახალწლო დეკორაციები აფორმებს.

ნაძვის ხის სათამაშოების უმეტესობა ხელით არის შექმნილი და Cutter Brooks-ის მაღაზიას ეკუთვნის.

საძინებლებში ვინტაჟურ ქსოვილებს ვხვდებით, რომლებსაც სახლის მეპატრონე წლების განმავლობაში აგროვებდა სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობისას.

რაც შეეხება აბაზანას, მრავალფეროვანი ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად, სახლის ამ ნაწილში წიგნების თაროები და ნახატებია დამატებული.

ფერთა გამორჩეული კომბინაციები სამზარეულოს დიზაინისთვის

სად შევიძინო საახალწლო დეკორაცია დიდი ფასდაკლებით? – 10 ადგილი თბილისში