in

7 ადგილი თბილისში, სადაც საახალწლო გვირგვინს შეიძენთ

საახალწლო დეკორაციის განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტი საშობაო გვირგვინია, რომელიც სახლის სხვადასხვა ზონას ამშვენებს და სივრცეს სადღესასწაულო განწყობით ავსებს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ტიპის მორთულობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც საახალწლო გვირგვინს შეიძენთ.

Mysa

Mysa“-ს გამორჩეულ საახალწლო კოლექციაში საშობაო გვირგვინებსაც შეხვდებით, რომლებიც განსაკუთრებულ ბრწყინვალებას შესძენს თქვენს სახლს და დეკორაციას უფრო მიმზიდველს გახდის.

JYSK  

თუ სადღესასწაულო დეკორაციის განახლებას გადაწყვეტთ, დახვეწილი და მომხიბვლელი საშობაო გვირგვინის შეძენა შეგიძლიათ „JYSK“-შიც, სადაც უამრავ საინტერესო საახალწლო აქსესუარს შეხვდებით და სახლს საზეიმოდ გააფორმებთ.

ყვავილების მაღაზია ამელი

განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას, „ყვავილების მაღაზია ამელი“ შეგიქმნით, რომელიც  ბუნებრივი ნაძვის ხისგან დამზადებულ საშობაო თაიგულს გვთავაზობს. გარდა ულამაზესი იერსახისა, დეკორაცია სურნელითაც გამოირჩევა და ირგვლივ მყოფებს ამაღლებულ განწყობას უქმნის.

Matalan

მიმზიდველ საახალწლო გვირგვინს შეიძენთ „Matalan“-შიც. ამ დეკორატიული ელემენტის დახმარებით გამორჩეულ შტრიხებს შეიტანთ სივრცეში და სადღესასწაულო განწყობას აიმაღლებთ.

სუპერი

სუპერის“ მრავალფეროვან საახალწლო პროდუქციაში საშობაო გვირგვინსაც შეარჩევთ, რომელიც თქვენს სადღესასწაულო მორთულობას უფრო მდიდრულს, მომხიბვლელსა და ჯადოსნურს გახდის.

Extra.ge

Extra.ge“-ს საახალწლო გვირგვინები ბრწყინვალებასა და სადღესასწაულო განწყობას შემოიტანს თქვენს სახლში, ინტერიერს გამორჩეულ შტრიხებს შემატებს, საახალწლო დეკორაციას კი უფრო საზეიმოს გახდის.

VELI.store 

სადღესასწაულო დეკორაციის განახლებაში „VELI.store“-იც დაგეხმარებათ, რომელიც სასურველ პროდუქტს სახლიდან გაუსვლელად უმოკლეს დროში მოგაწვდით და საახალწლო სამზადისს შეგიმსუბუქებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ვინტაჟური სტილით შთაგონებული სახლი კანადაში

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კედელში ჩასაშენებელი ონკანის გამოყენება?