in

სად ვიყიდო საახალწლო დეკორაციები სახლიდან გაუსვლელად?

ახალი წელი ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია, რომელიც უამრავ სასიამოვნო პროცესთან არის დაკავშირებული, მათ შორის ნაძვის ხის აწყობასთან, ახალი დეკორაციების შეძენასთან, დასვენებასთან და ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებასთან. თუმცა, სადღესასწაულო სეზონს ხშირად საკმაოდ ხანგრძლივი და უსიამოვნო საცობები, ხალხმრავლობა და სხვა დისკომფორტული დეტალები სდევს თან.

იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა ოჯახთან ერთად მარტივად შეიქმნათ და დასვენებები მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი კომფორტისა და განტვირთვისთვის, VELI.store დეკორაციების, ნაძვის ხეების, საახალწლო სოფლებისა და სუფრების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

„ველის“ საახალწლო კატეგორიებში შეხვდებით ყველა პროდუქტს, რომელიც სახლში სადღესასწაულო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

ნაძვის ხეები

ახალი წელი საგულდაგულოდ შერჩეული ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით სასიამოვნო კი მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აწყობის პროცესია. საუკეთესო სადღესასწაულო განწყობისთვის შეარჩიეთ სასურველი ხე, რომელსაც ფერად და მრავალფეროვან დეკორაციებს დაუმატებთ.

ნაძვის ხის მოსართავები

სათამაშოები და ფერადი მოსართავები ნაძვის ხის განუყოფელი ნაწილია, რომლებიც ხის ინდივიდუალიზმსა და სადღესასწაულო ხასიათს განსაზღვრავენ. გააფორმეთ თქვენი ნაძვის ხე ინდივიდუალური გემოვნებისა და სურვილების მიხედვით და აიმაღლეთ სადღესასწაულო განწყობა ორიგინალური, ფიგურული დეკორაციებით.

ფორმები და აქსესუარები

საბავშვო კოსტიუმები, საახალწლო წინდები, ჩანთები და სხვა აქსესუარები თქვენს წინა საახალწლო განწყობას კიდევ უფრო მეტად აამაღლებენ. შეიქმენით საუკეთესო საახალწლო განწყობა და გაილამაზეთ ჯადოსნური დღეები მრავალფეროვანი დეკორაციებით.

საჩუქრები

ახალი წლის პერიოდი ფერადი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. საჩუქრების შეძენა და მათი გადაცემის პროცესი ამ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთები, რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.

საახალწლო სოფელი

დათოვლილი სახლები, საშობაო ქალაქი და სხვა  დეკორაციები თქვენი სახლის ინტერიერში განსაკუთრებულ განწყობას შემოიტანენ, განსაკუთრებით კი თქვენს პატარებს მოეწონებათ. VELI.store-ზე აღმოაჩენთ დახვეწილ და გამორჩეულ დეკორაციებს, რომლებიც თქვენს ნაძვის ხეს დამატებით ხიბლს მიანიჭებენ.

ერთი სიტყვით, თუ დღესასწაყლების პერიოდის უძვირფასესი დრო საცობებში და ქაოსურ ხალხმრავლობაში არ გსურთ დაკარგოთ, დროა, რომ შესაფერისი განწყობის შექმნაზე ზრუნვა დაიწყოთ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად, რადგან ახალ წელს ველი მოგიტანს!

ღია არქიტექტურული კონკურსი „ნუშები“ — „კნაუფ გიპს თბილისის“ მიერ ორგანიზებული პროექტი არქიტექტორებისთვის

1182 წელს აშენებული ვინტაჟური ვილა იტალიაში