in

ბრწყინვალედ გათვლილი თაუნჰაუსი მანჰეტენზე

როცა საქმე მისი სახლის ნივთებს ეხება, დიზაინერი ჯუნიპერ ტედჰამსი ერთდროულად კოლექციონერიც არის და მისი აღიარებით „დაუნდობელი რედაქტორიც“. „მე მომწონს ნივთების ირგვლივ დიდი სივრცე,“ – ამბობს ის.

ეს ინსტინქტი ნივთების უსაზღვრო დამატებაში ხელს უშლის, რაც მანჰეტენის თაუნჰაუსს ნამდვილად მოუხდა. აქ ის თავის მეუღლესთან, დიზაინერ შონ ოკონერთან ერთად ცხოვრობს.

სახლში დიასახლისმა მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის სამახსოვრო ნივთი შემოინახა. მათ შორის ლონდონის მელიორაციული აღმოჩენები, შარლოტა პერრიანისა და პიერ ჟანიერეს დახვეწილი ავეჯი, იდეალურად დაბალანსებული დიზაინის მქონე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.

ჯუნიპერმა ეს 1850 – იანი წლების სახლი 22 წლის წინ, დასთან ერთად შეიძინა და სასტუმროს ქვედა და ზედა სართული დაიკავა. დროთა განმავლობაში, ჯუნიპერის თქმით, მისი სტილი შეიცვალა.

„ყველა ოთახის კედელი მუქ ლურჯსა და მწვანე ფერებში შევღებე, შპალერიც კი მუქი ფერის იყო“ – იხსენებს ის.

დღეს სქემა გაცილებით ნათელია და მონოქრომული, ნეიტრალური ფერებითა და ვენეციური ბათქაშით დაფარული კედლებით.

„მე პალიტრა შევზღუდე და ტექსტურის მეშვეობით სიღრმისა და მრავალფეროვნების შექმნას შევეცადე“ – ამბობს ის. „მიუხედავად ამისა, მე უკვე ვოცნებობ დიდი შავი დივნის ფერადი პლედით შემკობაზეც…“

ჯუნიპერმა ჯერ მეცნიერის ხარისხი, შემდგომ კი დახვეწილი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო, თუმცა სწავლას ჩიკაგოს ანტიკვარიატის სავაჭრო წარმომადგენლის პროფესიას უთავსებდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში საკუთარი ავეჯის მაღაზია გახსნა.

მის გემოვნებაზე ასევე 1990-იან წლებში ლონდონში გატარებულმა წლებმა იმოქმედა, სადაც ის ჩელსიში „Core One“-ის კოლექტივის დილერებს დაუმეგობრდა.

„დღემდე მაქვს ის ნივთები შემონახული, რომლებიც მაშინ შევიძინე. მათ შორის მე-19 საუკუნის სკამები, ასე რომ, შესაძლებელია, მთლად დაუნდობელიც არ ვარ“ – იღიმის ის. შუა საუკუნეების ევროპული დიზაინი, ფორმების სისადავის“ გამო, ჯუნიპერის საყვარელი სტილია.

იმისთვის, რომ თაუნჰაუსის ოთახების მასშტაბსა და ფორმას ემუშავა, ჯუნიპერმა ასევე საკუთარი დიზაინის ავეჯი გამოიყენა. „თაუნჰაუსის დაგეგმარება რთული ამოცანა შეიძლება იყოს“ – ამბობს ის.

„როგორც ბრიტანული ვიქტორიანული პერიოდის სახლი, ის, შინაარსობრივად გრძელი და ვიწრო სივრცეების რიგისგან შედგება, რომლებსაც გვერდითა ფანჯრები არ აქვს. ამიტომ, შუქის მაქსიმალური შეღწევისთვის ოთახები რაც შეიძლება ღია გეგმარების უნდა იყოს“.

ჯუნიპერისა და შონის სახლში კაბინეტისა და სასტუმროს შემაერთებელი კარი დღის განმავლობაში ღიაა, ამიტომ შუქი შენობის წინა მხრიდან ვრცელდება. ასეთ წყობას სივრცის საკმაო გაშლა შეუძლია. ჯუნიპერმა აქაურობისთვის მაღალსაზურგიანი დივნები შექმნა.

„ხავერდის დივანი იმდენად ღრმაა, რომ მთლიანად ეფლობით და კითხვის ან ტელევიზორის ყურებისას არ ჩანხართ“ – ამბობს ის

სივრცეს ორიგინალობას დივანის თავზე, ჭერზე, ნეიტრალურ ფერებში შესრულებული პანო მატებს. „შთაგონების წყაროდ ხალიჩის, არტ-დეკოს სტილის ზოგიერთი ფრაგმენტი იქცა, რომელიც მე აღმოვაჩინე“ – ამბობს ჯუნიპერი.

დიზაინერის ზედაპირებისადმი საკვირველი სიყვარული ქვედა სართულზეც გრძელდება. ლონდონში ყოფნის დროს მან ძველებური აგურების დიდი პარტია შეიძინა. ფუღუროსმაგვარი ხორკლებით დაფარული ტერაკოტის ბლოკები დიზაინერმა სააბაზანოსა და სტუმრების საძინებელში მოათავსა.

„მსგავსი არასდროს არსად მინახავს და ვფიქრობდი, რომ ეს ჯადოსნურია“ – ამბობს ის. „აქ, ქვევით, სადაც ნაკლები არქიტექტურული მორთულობაა, მათი ყოფნა სივრცეს შინაარს სძენს“

ჯუნიპერის დაუმუშავებელი აგურისა და საკულტო ავეჯის სილამაზის დანახვის ნიჭი თაუნჰაუსის უნიკალურ სტილისგან მიღებულ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს.

როდის არის ბინის შესაძენად საუკეთესო დრო?

სად შევიძინოთ საახალწლო აქსესუარები სახლისთვის – Homeis.ge-ს 5 რჩეული მაღაზია