in

სამშენებლო პროექტი ვადაში: რატომ არ კმარა მხოლოდ ზედამხედველობა?

სამშენებლო პროექტები ხშირად მარტივად იწყება. დამკვეთს გეგმა აქვს, ბიუჯეტი განსაზღვრულია, ვადა კი – შეთანხმებული, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ სამი თვის შემდეგ ვადა იცვლება, ბიუჯეტი  იზრდება, ხოლო ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ბოლომდე გაურკვეველი რჩება. ეს ეს ქართული სამშენებლო ბაზრის ყველაზე გავრცელებული  პრობლემაა.

ამის მიზეზი, როგორც წესი, პროექტის სირთულე არაა. ხშირად ან მართვის სისტემა არ არსებობს, ან არსებობს და ნაწილობრივია. ზედამხედველი აფიქსირებს იმას, რაც უკვე მოხდა. მმართველი კი ისე აწყობს პროცესს, რომ ეს პრობლემა თავიდანვე არ წამოიჭრას.

ქართულ ბაზარზე სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი ხშირად ზედამხედველობის სინონიმად გამოიყენება. ეს ორი ფუნქცია კი სინამდვილეში სხვადასხვაა.

ზედამხედველი ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს ამოწმებს – შესრულდა თუ არა ისე, როგორც გათვალისწინებული იყო. ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ფუნქციაა. სამშენებლო პროექტის ციკლი ობიექტზე სამუშაოებით არ იწყება. ის გეგმებს, ბიუჯეტს, სატენდერო პროცედურებს, ქვეკონტრაქტორების შერჩევას, გრაფიკებსა და რისკების შეფასებას გულისხმობს.

სამშენებლო მენეჯმენტი სხვაგვარად მუშაობს. მენეჯერი პროცესში პირველი დღიდანაა ჩართული – ატარებს ანალიზს, ამოწმებს გეგმებს, ადგენს ბიუჯეტს, წარმართავს ტენდერს და უზრუნველყოფს მთელი ციკლის განმავლობაში კოორდინაციას. მისი ფუნქცია, შეიძლება ითქვას, რომ პრევენციულია.

კომპლექსური პროექტი ბევრ პროფესიონალს აერთიანებს: არქიტექტორი, კონსტრუქტორი, ქვეკონტრაქტორები, მომწოდებლები, საპროექტო ჯგუფი. როცა ამ მხარეებს შორის კოორდინაციას ვინმე მიზანმიმართულად არ წარმართავს, ინფორმაცია იკარგება, ვადები პრობლემური ხდება, ხარჯები კი იზრდება.

ასეთ სიტუაციებში შრომის უსაფრთხოების რისკების პრევენცია მშენებლობაზე ერთ-ერთი პირველი ფუნქციაა, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება. HSE, ანუ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვა, პროცესის დაგეგმვის ნაწილია. როცა ეს სისტემაში არ ერთიანდება, ის ან ფორმალურ ვალდებულებად იქცევა, ან საერთოდ გამოტოვებულია. ორივე შემთხვევა კომპანიას, ადამიანური და ფინანსური თვალსაზრისით, ძვირად უჯდება.

CQM პროექტებს კონცეფციის ეტაპიდანვე მართავს. პირველი ნაბიჯი ნულოვანი ანგარიშია, პროექტის ანალიტიკური შეფასება, როცა დგინდება, საიდან იწყება პროცესი, სად არის რისკი და რა რესურსებია საჭირო. ამ ანგარიშის საფუძველზე ყალიბდება მართვის მატრიცა, რომელიც ყოველ შემდეგ ეტაპს წინასწარ გეგმავს.

ეს მატრიცა ფუნქციური ინსტრუმენტია – CQM-ისთვის – სამუშაო ჩარჩოს, ხოლო დამკვეთისთვის კი გამჭვირვალობის მექანიზმს განსაზღვრავს. ნებისმიერ მომენტში ნათელია, რა ეტაპზეა პროექტი, რა სამუშაოები მიმდინარეობს და რა იგეგმება.

კომპანიის გუნდი პროექტის მენეჯერებს, ობიექტის ზედამხედველებს, MEP ინჟინრებს, კონსტრუქტორებს, ფინანსური მართვის სპეციალისტებს, დოკუმენტ-კონტროლსა და შრომის უსაფრთხოების სამსახურს მოიცავს. კომპლექსური პროექტი ვერ იმართება ერთი კომპეტენციის ფარგლებში – ყველა ამ ფუნქციას ერთ სისტემაში გაერთიანება სჭირდება.

ვადის გადაწევა ხარჯს ზრდის. ხარჯის შეკვეცა ხარისხს ამცირებს.  ეს ცვლადები ურთიერთდამოკიდებულია და ვინც მხოლოდ ერთზე ფოკუსირდება, დანარჩენ ორზე კონტროლს კარგავს.

CQM აღნიშნულ მახასიათებლებს ერთ ჩარჩოში ათავსებს. ყველა ფინანსური გადაწყვეტილება ვადის კონტექსტში განიხილება, ხოლო ყოველი ვადა კი ხარისხის სტანდარტთან მიმართებაში მოწმდება. ქართული სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი ძირეული სისუსტე ის არის, რომ “ხარისხი” სუბიექტური ცნებაა. CQM ამ სუბიექტურობას საერთაშორისო სტანდარტებით ცვლის, რაც გულისხმობს იმას, რომ ვადები, ხარჯები, შესრულებული სამუშაოები დოკუმენტირებული და გაზომვადია.

კომპანია 2 წელია, ბაზარზეა. CQM-ის წარმატებით განხორციელებული პროექტების რიცხვი მათ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე მეტყველებს.

[R]

სინათლე, როგორც დიზაინერის ინსტრუმენტი – ინტერვიუ AT Architect-ის დამფუძნებლებთან