in

როდის არის ბინის შესაძენად საუკეთესო დრო?

ბინის იაფად შეძენა ყველას უნდა, თან ისე რომ არ მოუწიოს რაიმე დათმობაზე წასვლა და ყველა სურვილი და ჩანაფიქრი განხორციელებული იყოს ახალ სახლში. რასაკვირველია, საცხოვრებლის შეძენა ყოველთვის კარგი იდეაა, მაგრამ არის პერიოდები, როცა შესაძლებელი ხდება დიდი ფასდაკლებებით სარგებლობა.

მაგალითად, ასეთია ახალი წელი. როგორც ყველაფერზე, ასევე უძრავ ქონებაზე ამ  პერიოდში იწყება განსაკუთრებული აქციები. დეველოპერები ცდილობენ, გაანებივრონ მომხმარებლები  და შესთავაზონ სხვადასხვა ტიპის სასაჩუქრე პაკეტი, მაგალითად, ავეჯისა  თუ ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერები, რემონტი, საპარკინგე ადგილი და სხვ. რაც მთავარია, დეველოპერული ბიზნესი გამოხატავს მზაობას, გაახაროს მომხმარებელი და წაახალისოს გაყიდვები.

თავის მხრივ მაძიებლები ცდილობენ, ამ დიდ დღესასწაულს უკვე ახალ სახლში შეხვდნენ. სასიხარულო მომენტებით აახმაურონ გარემო და სასიამოვნოდ დაიწყონ „ახალი ცხოვრება“

ფასდაკლებების მხრივ ასეთივე ხელსაყრელი მომენტია უდიდესი დღესასწაული – აღდგომა. ახალი წლის შემდეგ აქციების ახალი ტალღა სააღდგომოდ ახვევს თავბრუს უძრავი ქონების მაძიებლებს და უბიძგებს, გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამავდროულად ფინანსური თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელი იქნება.

შემდეგ უკვე მოდის ზაფხული, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონი ყიდვა – გაყიდვის მხრივ.  წელიწადის ამ დროს, როგორც წესი,  საკურორტო ზონებში არსებული ქონებით ინტერესდება მომხმარებელი, რადგან ამ პერიოდში აქტიურად იღებენ გადაწყვეტილებას ბინის საინვესტიციო მიზნებით შეძენისთვის. თავის მხრივ სამშენებლო ბიზნესი ითვალისწინებს ამ ფაქტორს და ცდილობს, ყველანაირად კომფორტული, მულტიფუნქციური სახლები და საცხოვრებელი კომპლექსები წარადგინოს მაძიებლის წინაშე.

ამას გარდა, ზაფხულში მარტივია გადაბარგება, რემონტი, დალაგება… არ არის სწავლა და ოჯახის პატარა წევრებს არ ეშლებათ ხელი მიმდინარე პროცესებით. როგორც წესი, ქონების მაძიებლები ზაფხულში აქტიურდებიან იმიტომ, რომ მოასწრონ ახალი საცხოვრებლის მოწყობა, დალაგება და ახალ სასწავლო, თუ სამუშაო წელს უკვე მშვიდ გარემოში შეხვდნენ. სწორედ ამიტომ ზაფხული ბინის შესაძენად ძალიან კარგი პერიოდია.

მოძებნე სასურველი ბინა Area-ზე

არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ რეგიონში ეძებ ბინას, საკურორტო ზონებზე ხარ ორიენტირებული, დიდ ქალაქებზე, თუ თბილისზე, უძრავი ქონების ყველაზე დიდ პლატფორმაზე Area.ge  წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული თითქმის ყველა გასაყიდი ბინა.

სასურველი ლოკაციის მონიშვნის შემდეგ არეა მხოლოდ იმ განცხადებებს წარუდგენს მომხმარებელს, რომელიც მისთვის საინტერესოა ტერიტორიაზეა. ვთქვათ, მაძიებელს აინტერესებს ქუთაისში გასაყიდი ბინები, მონიშნავს ადგილმდებარეობას და ნახავს ქუთაისში არსებულ მეორეულ, ახალაშენებულ და მშენებარე ბინებს. ზედმიწევნით რეალისტურად გადმოცემული განცხადებებითა და ფოტოებით არეას დახმარებით შეიქმნის პირველად წარმოდგენას და შემდეგ დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ახალი ბინის შესაძენად.

არეა საუკეთესოა მეგზურია უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველაფერს აკეთებს, რომ გაუმარტივოს მათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი.

[R]

რა შემთხვევაშია დაშვებული სარეცხის მანქანის გაწმენდა ლიმონის დახმარებით? – 3 მარტივი მეთოდი

ბრწყინვალედ გათვლილი თაუნჰაუსი მანჰეტენზე