in

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საახალწლოდ განსაკუთრებით იზრდება

თუ ბინის ყიდვას აპირებთ, ახალი წელი ამისთვის საუკეთესო პერიოდია. დეველოპერულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს აქციები და ფასდაკლებები, რაც მაძიებელს უმძაფრებს სურვილს, ისარგებლოს საუკეთესო პირობებით და მოასწროს საცხოვრებლის შეძენა წლის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში. საახალწლოდ დეველოპერების ნაწილი მომხმარებლებს – ფასდაკლებას, ნაწილი – სპეციალურ ფასებს და საჩუქრებს სთავაზობს.

area.ge უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმაა, სადაც დეველოპერული კომპანიების ყველა შეთავაზებას ნახავთ. არეასა და სამშენებლო ბაზარზე მოთამაშე თითქმის ყველა კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში, საიტზე შესაძლებელია როგორც მშენებარე, ასევე დასრულებული პროექტების დეტალურად დათვალიერება.

ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით თბილისში  გაიზარდა, შესაბამისად, ბოლო წლებში მშენებლობებმაც იმატა. პრემიუმ და ეკონომ სტანდარტის ბინების შერჩევა სწორედ არეაზეა შესაძლებელი.

არეას მარტივი ინტერფეისი და ძიების თანამედროვე ფუნქციონალი უმარტივებს მაძიებელს ქონების მოძებნას. სასურველი უბნის, ქუჩის მონიშვნის შემდეგ კი საიტი წარმოადგენს მხოლოდ თქვენს მიერ მოთხოვნილ ლოკაციაზე არსებულ გასაყიდ ქონებას.

განცხადებების სიცხადე გამორიცხვას იმედგაცრუებას. არეას გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ საიტზე წარმოდგენილი განცხადებები იყოს გადამოწმებული მეპატრონესთან, ინფორმაცია კი – დაზუსტებული.

თუ აქციების პერიოდის გამოყენება გსურთ, მაგრამ თანხა გაკლდებათ, შეგიძლიათ იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციით ისარგებლოთ, თანაც ერთდროულად სამ ბანკში. ამჯერად area.ge თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან, თიბისი და VTB ბანკთან. ნებისმიერი მსურველი, რომელიც უძრავი ქონების შეძენისთვის იპოთეკურ სესხს განიხილავს, განაცხადის გაკეთებას უშუალოდ საიტიდან, სულ რაღაც 1 წუთში და  ერთდროულად სამ ბანკში შეძლებს. შესაბამისი ბანკების წარმომადგენლები მომხმარებელს ერთი დღის ვადაში კონკრეტული შეთავაზებით და პირობებით დაუკავშირდებიან.

დადებითი პასუხის შემთხვევაში კი შეარჩევთ საუკეთესო პირობებს და შეძლებთ ახალ წელს ახალ სახლში შეხვდეთ.

ისარგებლეთ area.ge-ს სერვისებით და გაიმარტივეთ ბინის შერჩევის, შეძენის ან თუნდაც გაყიდვის პროცედურები.

[R]

თეთრი კვადრატი გრანდიოზულ საახალწლო აქციას იწყებს

სახლში თუ აგარაკზე – სად არჩევ ახალი წლის შეხვედრას?