in

პასტელურ ფერებში შესრულებული პენთჰაუსი ათენში

Banner M2
Banner M2

„Studio Andrew Trotter“, „Gavalas Ioannidou Architecture“ და დიზაინერმა ევა პაპადაკიმ ათენში მდებარე ყოფილი საწყობი მინიმალისტურ სტილში შესრულებულ თანამედროვე დიზაინერულ სივრცედ გადააქციეს.

ათენში, 1970 წლებში აშენებული ყოფილი სამრეწველო საწყობის ექვსსართულიან შენობაში სულ ახლახანს მოდური სივრცე „10AM Lofts“ გამოჩნდა. პირველ ოთხ სართულზე მრავალფუნქციური ზონაა განთავსებული. აქ გამოფენების, ფოტოსესიების და სხვადასხვა საღამოების გამართვაა შესაძლებელი. დანარჩენ ორ სართულზე კი ვრცელი პენთჰაუსი მოთავსდა. ამ მასშტაბური პროექტის შემსრულებელი ერთდროულად რამდენიმე სტუდია იყო:   „Studio Andrew Trotter“, „Gavalas Ioannidou Architecture“, დიზაინერი მარსელო მარტინესი (Marcelo Martínez) და დიზაინერი ევა პაპადაკი (Eva Papadaki).

პირველ სართულზე ღია გეგმარების დიდი სივრცეა. ის მისაღების ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად აქ ღონისძიებების ჩასატარებაცაა შესაძლებელი.

სივრცეში მეტი სინათლის შემოტანის მიზნით არქიტექტორებმა ერთ-ერთი კედელი შუშის აგურებით ამოაშენეს და შენობა თეთრად შეღებეს. ბეტონის კონსტრუქციებისა და ინდუსტრიული სტილის ფონზე შენობის ისტორია უფრო მკაფიოდ ჩანს.

მეორე სართულზე ბეტონის სპირალური კიბე ადის. აქ პრივატული ზონები – საძინებელი, სააბაზანო და სამზარეულოა მოთავსებული.

მეორე სართულზე სიმყუდროვისთვის უფრო მშვიდი ფერთა პალიტრა და მასალებია გამოყენებული. კედლები კირის ბათქაშითაა დაფარული და პასტელურ ფერებშია შეღებილი. სურათს ქვიშისფერი ფარდები და მარტივი, ლაკონური ხის ავეჯი ასრულებს.

სივრცეს განსაკუთრებულ შარმს პანორამული ფანჯრები აძლევს. მათი წყალობით რამდენიმე საძინებლიდან ძველი ათენის ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.

 

სახლი-გამოქვაბული მექსიკაში

#სადვიცხოვრო: აპარტამენტი საუცხოო ხედით გუდაურში