Porcelanosa — ესპანური ბრენდია, რომელმაც ხარისხისა და ინოვაციის სინთეზით მსოფლიო დიზაინის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი დაიკავა. კომპანიის ისტორია 1973 წელს იწყება ვილარეალში, კასტელონის პროვინციაში, სადაც კოლონკესების ოჯახმა და ხოსე სორიანომ დააფუძნეს კერამიკული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო. მაშინდელ ბაზარზე ძირითადად წითელი თიხისგან დამზადებული კაფელ-მეტლახი ჭარბობდა, თუმცა Porcelanosa-მ სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია — ის თეთრი თიხის ბაზაზე შექმნილ, ტექნოლოგიურად დახვეწილ კერამიკას აწარმოებდა, რაც გახდა მისი წარმატების დასაბამი.
მცირე სახელოსნოდან დაწყებული საქმე მალე გადაიზარდა საერთაშორისო მასშტაბის ბრენდად, რომელიც მუდმივად ფართოვდებოდა. კომპანიის პირველივე წარმატების შემდეგ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც დღეს რვა დამოუკიდებელი, მაგრამ შეთანხმებულად მოქმედი კომპანიისგან შედგება: Porcelanosa, Venis, Gamadecor, Krion, L’Antic Colonial, Butech, Noken და Urbatek. თითოეული მათგანი საკუთარი სპეციალიზაციის სფეროში მოღვაწეობს — კერამიკული და პორცელანური ფილებიდან დაწყებული, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯით, ბუნებრივი ქვით, ხით, კომპოზიტური ზედაპირებით, სანიტარული კერამიკითა და კონსტრუქციული მასალებით დასრულებული. ყველა ერთად ქმნის კომპლექსურ, მდგრად და ესთეტიკურად დახვეწილ გარემოს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ან საზოგადოებრივი სივრცეებისთვის.
ბრენდის განვითარება მხოლოდ პროდუქციის დახვეწაში არ გამოხატულა — მან აქტიური საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო. დღეს Porcelanosa წარმოდგენილია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და ფლობს 1,000-მდე საგამოფენო სივრცეს. მისი შოურუმები არა მხოლოდ მაღაზიებია, არამედ ინტერიერის სრულფასოვანი გამოცდილების სივრცეები, სადაც პროფესიონალები და მომხმარებლები მარტივად ხედავენ კონკრეტული მასალის სივრცეში განთავსების პოტენციალს. ლონდონი, პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, 2024 წლიდან უკვე თბილისი — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქალაქებისა, სადაც Porcelanosa-ს ფლაგმანური სივრცეები ქმნის შთაგონების წყაროს არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ 2024 წელს ბრენდი დასახელდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ მომწოდებლად. ამ სტატუსით Porcelanosa შეუერთდა იმ განსაკუთრებული კომპანიების რიგს, რომელთაც სამეფო კარის ნდობა და აღიარება მოიპოვეს. ეს სტატუსი არ არის მხოლოდ პრესტიჟი — ის სიმბოლოა მრავალწლიანი პროფესიონალიზმისა, ეთიკისა და შეუპოვარი ხარისხის დაცვისა.
Porcelanosa-ს მიერ შემუშავებული ფილების დიდ ნაწილს გააჩნია ბუნებრივი ტექსტურის იმიტაცია — ქვის, ბეტონის ან ხის ვიზუალით, თუმცა გაცილებით მეტად პრაქტიკულია, წყალგაუმტარი და მარტივად მოსავლელია. ბრენდის განსაკუთრებული სიამაყეა ინოვაციური მასალები, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, ეკოლოგიურობითა და ვიზუალური დახვეწილობით. მათ შორის გამორჩეულია Krion — ინვაციური, ანტიბაქტერიული ზედაპირი, რომელიც იდეალურია როგორც სამზარეულოს, ასევე გარე ფასადებისა და საავადმყოფოების ინტერიერისთვის. ბრენდის კოლექციებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივ მასალებზე მუშაობასაც — მარმარილო, ბუნებრივი ქვა, მოზაიკა, ხე და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციები არაერთ ინტერიერსა თუ ექსტერიერს ანიჭებს ულამაზეს ხასიათს.
საინტერესოა XTONE — დიდი ფორმატის სერია, რომელიც მინიმალისტური დიზაინისა და მასშტაბური ეფექტის სრულყოფილი კომბინაციაა. ამ კოლექციის ფილები წარმოადგენს ბუნებრივი ქვის, მარმარილოს, ბეტონისა და მეტალის, იმიტაციას, თუმცა ბევრად უფრო გამძლეა, ჰიგიენური და მარტივი მოსავლელად. XTONE იდეალურია როგორც ინტერიერისთვის, ასევე ფასადებისა და ზღვისპირა რეგიონის კლიმატის მქონე ზონებისთვის. ის იძლევა ერთიანი, უწყვეტი ზედაპირის შთაბეჭდილებას და ქმნის ხანგრძლივ ეფექტს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებში.
ასევე აღსანიშნავია Treccia, რომელიც დეკორატიული კედლის ფილების კოლექციას წარმოადგენს და გამოირჩევა ორნამენტული რელიეფით და ტექსტურის თამაშით. მისი ზედაპირი მოგვაგონებს ქსოვილისგან მოქარგულ ან ნაქსოვ ზედაპირს, რაც ინტერიერს სითბოსა და ინდივიდუალურობის შეგრძნებას მატებს. ეს კოლექცია განსაკუთრებით პოპულარულია აბაზანებში, ბუტიკის სტილის ინტერიერებში და სივრცეებში, სადაც დეტალები წამყვან როლს თამაშობს.

ბრენდის პროდუქციაში გამორჩეულ ადგილს იკავებს ნოკენი (Noken) — ეს არის Porcelanosa Group-ის ბრენდი, რომელიც სპეციალიზირებულია აბაზანის მოწყობილობებში: შემრევები, ნიჟარები, სანიტარული კერამიკა, აბაზანები, ავეჯი და აქსესუარები. ბრენდი
გამოირჩევა განსაკუთრებული აქცენტით ე.წ. სამუდამო დიზაინზე და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებზე. კომპანია ქმნის აბაზანის მოწყობის უახლეს ტენდენციებს დიზაინში.
Porcelanosa-ს წარმატების საიდუმლო მხოლოდ ტექნოლოგიასა და დიზაინში არ მდგომარეობს. ეს არის კომპანიის ადამიანური ღირებულებები — პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ, სოციალური ჩართულობა, თანამშრომლებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, და რაც მთავარია, პატივისცემა მომხმარებლის არჩევანის მიმართ. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ ყოველი სივრცე შეიძლება იქცეს განსაკუთრებულ ადგილად — როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად.

დღეს Porcelanosa არა მხოლოდ სანდო სახელია მშენებლობისა და ინტერიერის სამყაროში, არამედ არქიტექტურისა და დიზაინის ერთგვარი საერთაშორისო ენციკლოპედიაა, რომელიც მუდმივად განახლებად ცოდნას, მასალასა და სტილს სთავაზობს ბაზარს. ბრენდი აერთიანებს ხელოვნებასა და ინჟინერიას და ქმნის სივრცეებს, სადაც ესთეტიკა და ფუნქციონალი სრულ ჰარმონიაშია. Porcelanosa არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინოვაციურმა მიდგომამ, პატიოსნებამ და გრძელვადიანმა ხედვამ ერთ თაობაში გარდაქმნას ინდუსტრია და შექმნას ისეთი ბრენდი, რომელიც არაა ერთფეროვანი და ყოველწლიურად უმაღლეს სტანდარტებს აწესებს.
აღსანიშნავია, რომ Porcelanosa-ს პროდუქციის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად ვენეტო დიზაინის შოურუმშია შესაძლებელი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის #38-ში მდებარეობს.

[R]