in

7 ადგილი თბილისში, სადაც პოსტერებს შეიძენთ

პოსტერები თანამედროვე ინტერიერში ძალიან ხშირად გამოიყენება. ეს დეტალი სივრცეს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. ამასთანავე, დეკორაციის მნიშვნელოვანი ელემენტია და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში, მაცხოვრებლის ინდივიდუალური ხასიათისა თუ ინტერესების გამომხატველია. მას ნებისმიერ ზონას თავისუფლად მოარგებთ და ოთახს გამორჩეულ შტრიხს შემატებთ. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს, სადაც პოსტერების მრავალფეროვანი ვარიანტების შეძენას შეძლებთ.

Artio   

Artio“-ში განსხვავებული სტილისა და კონცეფციის პოსტერებს შეიძენთ. სხვადასხვა კოლექციაში წარმოდგენილია — იაპონური, აბსტრაქტული, ბაუჰაუსა და ვინტაჟური დიზაინის მოდელები. თითოეული მათგანი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ზომის შეარჩიოთ და სივრცეს შთამბეჭდავი იერი შესძინოთ.

პოსტერეიშენი

პოსტერეიშენში“ თქვენი საყვარელი ფილმების, ანიმეებისა თუ მუსიკოსების პოსტერებს შეიძენთ და ძვირფას ადამიანებს ამ ორიგინალური საჩუქრით გაახარებთ. პოსტერები ინდივიდუალურ შტრიხებს შემატებს ნებისმიერ სივრცეს და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

ჯეოპოსტერი

ქართული თემატიკისა თუ საგანმანათლებლო ხასიათის პოსტერები შეგიძლიათ შეიძინოთ „ჯეოპოსტერში“. ფერადი, მიმზიდველი, ორიგინალური დიზაინის პოსტერები მარტივად მიიპყრობს პატარების ყურადღებას და მათ სხვადასხვა საგნის ათვისებაში დაეხმარება. რაც მთავარია, სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის.

Printify

Printify“-ში შეხვდებით საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცისთვის განკუთვნილ პოსტერებს, რომლებიც განსაკუთრებით მინიმალისტურ ინტერიერს უხდება და სადა, დახვეწილი, ხშირ შემთხვევაში, აბსტრაქტული დიზაინით გამოირჩევა. მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე კი სასურველი მოდელის შერჩევა არ გაგიჭირდებათ.

Purkinora Design Group

თქვენთვის საყვარელი დიზაინის მქონე პოსტერების შეძენა შეგიძლიათ „Purkinora Design Grou“-ში, სადაც სხვადასხვა სტილის, ხასიათისა თუ შინაარსის მოდელებია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი სიცოცხლესა და სიხალისეს შემატებს სივრცეს და სასიამოვნო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

PeeKaboo.ge 

PeeKaboo.ge“-ს პლატფორმაზე თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალური საჩუქრის შერჩევა შეგიძლიათ. მათ შორის შეხვდებით მრავალფეროვან და სახასიათო პოსტერებს, რომლებიც სივრცეს გაგილამაზებთ და დეკორატიულად გაგიფორმებთ. 

Sundays.team

სახლში სიმყუდროვის, მომხიბვლელობისა და განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად სხვადასხვა დიზაინობიექტს, აქსესუარსა და პოსტერს შეიძენთ „Sundays.team“-ის სივრცეში. თითოეული მოდელი სახლს ბრწყინვალებას შემატებს და მას მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

შთამაგონებელი იდეები სასაუზმე კუთხის მოსაწყობად

რა სიხშირით არის საჭირო მტვერსასრუტის ფილტრების შეცვლა?