in

როგორ მოვიქცეთ, როდესაც კედელში ჩაშენებული მილი ჟონავს?

თანამედროვე დიზაინის ესთეტიკა გულისხმობს ისეთ ინტერიერს, რომელშიც ყველა საინჟინრო კომუნიკაცია დეკორაციებისა და კედლების მიღმა იმალება. მაგრამ გაჟონვა ხშირად ხდება ჩაშენებულ და დაფარულ მილებშიც და აქ ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ გაჟონვის ზუსტი ადგილი და როგორ ვიზრუნოთ მის შეკეთებაზე.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის შემჩნევა მარტივია მაშინ, როდესაც ის ძალიან მასშტაბური ხდება. ამ დროს იწყება სველი ლაქების გამოჩენა კედლებზე. კომუნიკაციების შემოწმება თერმული გამოსახულების გამოყენებით საშუალებას მოგცემთ, გაჟონვა ადრეულ ეტაპზე ამოიცნოთ, მანამ სანამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნება.

ფარული გაჟონვის ადრეული ნიშნები 

ფარული გაჟონვა რამდენიმე არაპირდაპირი ნიშნით შეიძლება განისაზღვროს. უმეტეს შემთხვევაში, მილსადენის დაზიანების პირველი სიმპტომი წნევის უეცარი ვარდნაა.

ფარული გაჟონვის უტყუარი ნიშნებია:

წყლის მოხმარების გაზრდა და დანაკარგი ობიექტური მიზეზების გარეშე;

წყლის მრიცხველი მუშაობს მაშინ, როდესაც ყველა ონკანი დაკეტილია;

კედლების ზედაპირზე კონდენსატი გამოჩნდა;

კუთხეებში ობი და ტენიანობა წარმოიქმნა;

როგორ ამოვიცნოთ და აღმოვფხვრათ მილების გაჟონვა კედლებში?

აკუსტიკური და კორელაციური მოწყობილობები არ არის შესაფერისი გზა მცირე გაჟონვისა და დეფექტების გამოსავლენად, რაც პრობლემის გაუარესებას იწვევს. მათი დახმარებით მოწმდება მხოლოდ გარე მილსადენები, რომელთა დიამეტრი 100მმ ან მეტია.

თუმცა ბინის ან კერძო სახლის მილების შესამოწმებლად გამოიყენება კომბინირებული მეთოდიც – თერმოგრაფიული დიაგნოსტიკა და ტესტირება ტენიანობის სკანერის გამოყენებით.

თერმოგრაფიული დიაგნოსტიკით შეგიძლიათ დაადგინოთ მილების პრობლემები და მათი მიყენებული ზიანი კედლებისა და იატაკის დემონტაჟის გარეშე. ამ დროს წყლის აორთქლებით გამოწვეული ტემპერატურის ვარდნა აშკარა ხდება თერმულ გამოსახულებაზე. გარდა ამისა, თერმული გამოსახულების დახმარებით შესაძლებელია გაჟონვის ადგილის დადგენა მაშინ, როდესაც უშუალოდ მილების განლაგება არ არის მითითებული შენობის გეგმაზე.

თერმული გამოსახულების ტექნოლოგიის გამოყენებას აქვს საკუთარი მახასიათებლები და შეზღუდვები:

ზუსტი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა სითბოს ნაკადი. ამ დროს სირთულეს იწვევს ის, რომ ოთახებში არ არის იგივე ტემპერატურა, რაც კედლებში.

თუ კედელზე თაბაშირის ფილაა გამოყენებული, როგორც მოსაპირკეთებელი საშუალება, მაშინ დიაგნოსტიკა ტარდება სიღრმისეული ტენიანობის მრიცხველის გამოყენებით.

თერმოგრაფიული დიაგნოსტიკა ტარდება შემდეგნაირად:

კედლებიდან და ტიხრებიდან მოშორებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა;

წყალი ითიშება ტემპერატურის გასათანაბრებლად;

ტემპერატურის ცვლილება აღირიცხება და ნაჩვენებია კონტრასტულ სურათზე – თერმოგრამაზე, რომლის გაშიფვრა იძლევა ზუსტ ინფორმაციას მაღალი ტენიანობის მქონე ადგილების შესახებ;

აქედან გამომდინარე, პროფესიონალური აღჭურვილობის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, აბსოლუტურად ზუსტად ამოვიცნოთ როგორც ცივი წყლის, ასევე ცხელი წყლის გაჟონვის ადგილები. შესაბამისად, ჩაშენებული და დაფარული მილები თანამედროვე დიზაინის სამყაროში პრობლემას უკვე დიდიხანია არ წარმოადგენს.

23 წლის გამოცდილება და ცნობილი საერთაშორისო ბრენდების რეგიონული გაყიდვების მენეჯერი — ინტერვიუ ნინო ლეგაშვილთან

ჟან პრუვე – თავისუფალი აზროვნების პიონერი დიზაინში