in

რა უნდა გავითვალისწინოთ რადიატორის შერჩევისას? — 5 მთავარი რჩევა

მომხმარებელთა უმეტესობა სახლის გასათბობად რადიატორებს მოიხმარს, საერთაშორისო ბაზარზე კი ამ მხრივ დიდი არჩევანია.  ზოგჯერ რთულია მრავალფეროვან პროდუქციაში სასურველის შერჩევა, მით უმეტეს, როდესაც საქმე გათბობას ეხება, სადაც არაერთი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. დღეს შევეცდებით ის ძირითადი ფაქტორები გაგაცნოთ, რომლებიც უმჯობესია რადიატორის შეძენამდე გაითვალისწინოთ.

1. სახლის თბოდანაკარგის გამოთვლა — შესაფერისი რადიატორის შერჩევისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თბოდანაკარგის პარამეტრების დადგენა, რომელიც რამდენიმე მახასიათებლით იანგარიშება: სახლის კვადრატულობა, ჭერის სიმაღლე, კედლების სისქე, კარ-ფანჯრების რაოდენობა, ამ ყოველივეს გათვალისწინებთ კი უნდა მოხდეს სივრცეზე მორგებული რადიატორის შერჩევა, რომელიც ეფექტურად გაათბობს სახლს.

2. რადიატორის ტიპის შერჩევა — თანამედროვე ბაზარზე უმეტესად 3 ტიპის რადიატორს ვხვდებით:

პანელური რადიატორი, რომელსაც შედარებით დაბალი ღირებულება აქვს და საკმაოდ გავრცელებულია. ის ერთიანი კონსტრუქციისაა, ფოლადისგან მზადდება და ერთმანეთისგან შრეებისა და სიმძიმის მიხედვით განსხვავდება.

სექციური რადიატორი ალუმინისგან მზადდება და სექციებადაა დაყოფილი, ამიტომ, თავისუფლად შეიძლება მისი სასურველი ზომის აწყობა. ამავდროულად, ფერთა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და დიზაინშიც აქტიურად გამოიყენება.

დეკორატიული რადიატორი დღესდღეობით ინტერიერში საკმაოდ ტრენდულია, რადგან დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მისი მთავარი უპირატესობაა. ის ალუმინისგან და თუჯისგან მზადდება და შესაძლებელია მისი როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად განთავსება.

3. მასალის განსაზღვრა — რადიატორის შერჩევისას გასათვალისწინებელია მასალაც, რადგან ეს ფაქტორი თქვენს ბიუჯეტსა და თბობის ხარისხზე აისახება. მაგალითად, ფოლადისგან დამზადებული რადიატორი იაფი ჯდება და კარგად ათბობს სივრცეს. ალუმინის მასალა კი უფრო ძვირი ღირს, თუმცა ბევრად ეფექტურია. მისგან დამზადებული მოდელი მალე აღწევს სასურველ ტემპერატურას, რადგან ალუმინი კარგი გამტარია. ამასთანავე, ფოლადისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებ წყალსა და გაზს მოიხმარს.

4. დიზაინის შერჩევა — რადიატორი ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია, ამიტომ მისი შეძენისას ყურადღება გარეგნულ მახასიათებლებზეც უნდა გაამახვილოთ. ამ მხრივ განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას დეკორატიული რადიატორი გთავაზობთ. სხვადასხვა ფერისა და ფორმის მოდელით შეგიძლიათ სივრცე გამოაცოცხლოთ და საინტერესო აქცენტები შექმნათ.

5. ბიუჯეტისა და საგარანტიო მომსახურების დადგენა — ხარისხიანი პროდუქტის შესაძენად უპირატესობა ბრენდულ ნაწარმს ენიჭება, რომელიც ხარისხის გარანტიას გთავაზობთ და თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ სერვისულ მომსახურებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ გაცილებით ძვირი ღირს. ამიტომ, სჯობს, წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი, გაერკვეთ ფასებში და ამის მიხედვით შეიძინოთ სასურველი მოდელი. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობს კომპანია მაქსთერმი, სადაც სხვადასხვა ტიპისა და დიზაინის რადიატორების შეძენაა შესაძლებელი.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

ავტორი: მეკო მეტრეველი

რჩევები, რომლებიც სახლიდან ნესტის გაქრობაში დაგეხმარებათ

ეკლექტური ინტერიერი სოლოლაკში – ქეთა დონაძის ნამუშევარი