in

სანაპირო სახლი ესპანეთში – Roman Izquierdo Bouldstridge-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ამ პროექტის ფარგლებში სივრცე, რომელიც ადრე ოფისს წარმოადგენდა, წყვილისთვის სახლად გადაკეთდა. სახლიდან გავა მარის სანაპიროს უნიკალური ხედები იშლება. ზღვის შთამბეჭდავი სურათი, რომელიც ფიჭვის ხეებს შორს მოჩანს, უწყვეტ ტრანსფორმაციაშია. პროექტის მთავარი კონცეფციაა ბუნებრივი ინტერიერის შექმნა, რომელიც გარემოსთან სრულ ჰარმონიაშია. ჰორიზონტის ხაზი ასახავს ცვალებად ორმაგობას ცასა და ზღვას შორის, რაც ასე მკაფიოდ და მგრძნობიარედ არის გადმოცემული ჰიროში სუგიმოტოს ნამუშევარში – Seascapes (ზღვის პეიზაჟები). ამ ჰორიზონტალურობას დიზაინი ვერტიკალური სივრცის სხვადასხვა დონეებზე თამაშის საშუალებით უსვამს ხაზს.

დაგეგმარება არის გამჭოლი, რაც მთელ საცხოვრებელში ბუნებრივი სინათლის შეღწევის საშუალებას იძლევა. მთავარი გამოწვევა იყო ყველა ოთახისთვის (გარდა აბაზანისა) ხედზე წვდომის უზრუნველყოფა. ინტერიერის სხვადასხვა ვერტიკალურ დონეებზე არსებული უხილავი საზღვრები აერთიანებს სივრცეს და, იმავდროულად, სხვადასხვა ოთახებს ერთმანეთისგან გამოყოფს. დიზაინის მოქნილობა მცხოვრებთა ცვალებად საჭიროებებზე მორგებას უზრუნველყოფს. ამასთან, მიიღწევა სივრცითი ამპლიტუდის უფრო დიდი აღქმა, რაც თითქმის 5 მეტრის სიმაღლის ჭერს უსვამს ხაზს.

სკულპტურული კიბე ორ განსხვავებულ დონეზე განლაგებულ კაბინეტსა და საძინებელზე წვდომის საშუალებას იძლევა. მესამე ჰორიზონტალურ სიბრტყეზე არსებული გრძელი მაგიდა მოაჯირის როლსაც ასრულებს. შემოსასვლელიდან რამდენიმე საფეხურით ჩამოსვლისას სამზარეულო და სასადილო სივრცეა განლაგებული. მისაღები ოთახი კი ჩაფიქრებულია როგორც ორმაგი სიმაღლის მქონე შიდა ბაღი.

დიზაინი ორ სამშენებლო სტრატეგიას გვთავაზობს. პირველი, იატაკისა და ბეტონის ბლოკის კედლების თეთრად შეღებვით, სახლის მაქსიმალურად განათებას უზრუნველყოფს. მეორე დიზაინის სტრატეგია აქცენტს აკეთებს ჰორიზონტალურ სიბრტყეზე. ხის ფიცრები, ახალ აბსტრაქტულ გარემოსთან კონტრასტს ქმნის. მასალების არჩევანი როგორც ესთეტიკის ძიებას, ასევე მდგრადი ჩარევის მიღწევას ეხმაურება.

შიდა ბაღის არსებობა ახალ ბუნებრივ ატმოსფეროში პლაჟის მცენარეულობის გაფართოებას ისახავს მიზნად. ამ გზით, პროექტი არის შესაძლებლობა, დააახლოოს ადამიანი მის ბუნებრივ წარმოშობასთან.

ძალიან საინტერესოა ცოცხალი და მკვდარი მცენარეების თანაარსებობის იდეა. ფიჭვის ღეროების არარეგულარული ფორმები განსხვავებით ფიცრებისგან, რომლებიც ოდესღაც ნაძვის ტოტებს წარმოადგენდა. ორგანულსა და აბსტრაქტულს შორის არსებული პეიზაჟი ინტერიერსა და ირგვლივ არსებულ გარემოს შორის დადგენილ საზღვრებს ბუნდოვანს ხდის.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”

#რაშენდება: საცხოვრებელი კომპლექსი “Navi” გონიოში

7 კომპანია თბილისში, სადაც რბილ ავეჯს დაგიმზადებენ