in

საჩუქრები ქალისთვის და კაცისთვის — იდეები Dressup.ge-დან

საჩუქარი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ნივთი — ის არის ყურადღების, პატივისცემის და განსაკუთრებული ემოციის გაზიარების ჟესტი. სწორედ ამიტომ, ხშირად გვინდა, რომ შერჩეული საჩუქარი იყოს გემოვნებიანი, ახასიათებდეს მას, ვისთვისაც ვარჩევთ და დარჩეს ყოველდღიურობაში როგორც მეხსიერების პატარა სიმბოლო. Dressup.ge-ს მრავალფეროვან არჩევანში შეხვდებით ნივთებს, რომლებიც არამხოლოდ ფუნქციურია, არამედ ესთეტიკური ობიექტივით გაფილტრული — იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ლამაზსა და გააზრებულს. დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ ნივთს გაგაცნობთ.

იდეები ქალებისთვის — ნივთები, რომლებსაც ემოცია მოაქვს

კერამიკული ქილა 

თუ გსურთ, ქალისთვის შეარჩიოთ რაღაც განსაკუთრებული, რაც არამარტო ლამაზია, არამედ მასში ემოციური დატვირთვაც იკითხება, დაიწყეთ წითელი, ხელნაკეთი ქილით.
ეს ნივთი შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც ტკბილეულის შესანახი ყუთი, როგორც კოსმეტიკური საშუალებების სათავსო ან უბრალოდ როგორც დეკორაცია. მისი თბილი ფორმა და ხელით დამუშავებული ზედაპირი მას ინდივიდუალურობას მატებს და ნებისმიერ სივრცეში სიყვარულის სიმბოლოდ აქცევს.
პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ზარდახშა 

იმ შემთხვევებისთვის, როცა გსურთ დაუტოვოთ ადამიანს პატარა, ელეგანტური დეტალი, რომელიც წლების მანძილზე დარჩება მის ყოველდღიურობაში, იდეალურია ეს ვერცხლისფერი ზარდახშა. მისი მცირე ზომა და მინიმალისტური დეკორი საშუალებას იძლევა, იგი იყოს სამკაულების, წვრილმანების ან უბრალოდ საყვარელი მოგონებების შესანახი.
პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ლარნაკი 

და ბოლოს, თუ საჩუქრის სახით გსურთ ინტერიერში დაამატოთ მსუბუქი შტრიხი, იდეალურია ლარნაკი Fallon Bowl. მისი ფორმა აერთიანებს კლასიკას და თანამედროვეობას.
ყვავილებით სავსე ეს ლარნაკი ნებისმიერ ინტერიერში სინაზისა და ცოცხალი მოძრაობის ატმოსფეროს ქმნის.
პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

იდეები კაცებისთვის — ფუნქციური და შთამბეჭდავი

პორტატული გრილი

კაცისთვის შერჩეული საჩუქარი ხშირად გულისხმობს იმას, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებას გაუხალისებს ან კონკრეტულ ინტერესზეა მორგებული.
ასეთია პორტატული BBQ გრილი — შესანიშნავია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნებაში ყოფნა, მეგობრებთან პიკნიკები ან უბრალოდ გრილზე მომზადებული კერძი საკუთარ ტერასაზე. კომპაქტური ზომა პრაქტიკულობასთან ერთად მას ნამდვილად შთამბეჭდავ საჩუქრად აქცევს.
პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

სასმელის გამაგრილებელი ჭურჭელი

თუ მასპინძლობა და სტილის შეგრძნება თქვენი საჩუქრის ადრესატის მახასიათებელია, სასმელების ვერცხლისფერი გამაგრილებელი თასი — შესანიშნავი არჩევანია.
იგი არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ნებისმიერ სუფრას ან ღონისძიებას უფრო ელეგანტურს ხდის.
პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

სათამაშო ნაკრები

მესამე იდეა კი მოძრაობასა და გართობაზე ორიენტირებულთათვისაა — pickleball-ის სათამაშო ნაკრები. ეს არის ახალი სპორტის სახეობა, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად იძენს პოპულარობას. სწორედ ამიტომ, მოცემული ნაკრები საუკეთესო საშუალებაა მეგობრებთან დროის აქტიურად გასატარებლად.
პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

სამზარეულო ფერადი აქცენტებით — რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი ქართული პროექტებიდან

რბილი ავეჯის ახალი კოლექცია — დახვეწილი დიზაინი, კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასი Home By Elite-ში