ახალ სახლში გადასვლა ყოველთვის დიდი ემოციური ცვლილებაა — ხშირად ეს ნიშნავს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას, საკუთარი სივრცის ფორმირებას და იმ გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები საკუთარი გემოვნებისა და ყოველდღიური ჩვევების მიხედვით იწყებენ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, საჩუქარი, რომელიც ახალ ბინაში გადასულ მეგობარს მიართმევ, მხოლოდ ნივთი კი არა, მხარდაჭერისა და სითბოს გამოხატულებაა.
საჩუქარი ახალი სახლისთვის უნდა იყოს გემოვნებით შერჩეული, პრაქტიკული ან დეკორატიული დატვირთვის მატარებელი — იდეალურად კი ორივე ერთად. ეს შეიძლება იყოს დეტალი, რომელიც სახლში სიმყუდროვეს შემოიტანს, ან ფუნქციური ნივთი, რომელიც ყოველდღიურობას გაუადვილებს. ყველაზე მთავარია, ის იყოს ისეთი, რაც არ გაუჩენს ზედმეტი საგნების შეგროვების განცდას, არამედ პირიქით — იქნება სასურველი და გამოყენებადი.
Dressup.ge-ზე ბევრ ასეთ ნივთს ნახავთ — ფუნქციურს და ამასთან ერთად, ესთეტიკურს. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე შერჩეულ პროდუქტს, რომელიც იდეალურად მოერგება ახალ ბინაში გადასულ მეგობარს — განურჩევლად იმისა, არის ის მინიმალისტი, ბუნებრივი სტილის მოყვარული თუ დიზაინის დეტალებზე შეყვარებული.
1. დოქი
ფორმით სკულპტურული და ფერით ნათელი, ეს ცისფერი დოქი ის საჩუქარია, რომელიც ერთდროულად არის ფუნქციური და ვიზუალური აქცენტი. ახალ სახლში შესაძლოა ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ იყოს დეკორატიული დეტალები, ამიტომ მსგავსი ელემენტები სივრცეს მყისიერად მიანიჭებს ხასიათს. იდეალურია როგორც ლარნაკი ყვავილებისთვის, ისე წყლის ან სხვა სასმელებისთვის — ფორმასა და ფერს კი ნებისმიერ მაგიდაზე ან თაროზე განსაკუთრებული ვიზუალი შემოაქვს.
ამ მოდელის შესაძენად გადადით ბმულზე
2. პლედი
სითბოს, სიმყუდროვისა და ყურადღების განცდა ყველაზე მარტივად რბილი პლედის სახით გადმოიცემა. ეს მოდელი თავისი ნეიტრალური ფერებით მარტივად ერწყმის სხვადასხვა ტიპის ინტერიერს და ამავდროულად ტაქტილურადაც ძალიან სასიამოვნოა. დივანზე ან საწოლზე გადაფენილი, ის მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში აუცილებლად დაეხმარება შენს მეგობარს.
ამ მოდელის შესაძენად გადადით ბმულზე
3. პოსტერი
თანამედროვე და იუმორით დატვირთული პოსტერები შესანიშნავი გზაა ინტერიერის პერსონალიზაციისთვის. ეს კონკრეტული პოსტერი ფილმ “Forest Gump”-ის თემატიკით შეასრულებს არტისტული აქცენტის როლს და აუცილებლად აღძრავს პოზიტიურ ემოციას. შესაფერისია დერეფნის კედელზე, კაბინეტში ან სამზარეულოს კუთხეში გამოსაფენად.
ამ მოდელის შესაძენად გადადით ბმულზე
4. წიგნი Roma in Cucina
საჩუქარი, რომელიც ერთდროულად არის შთაგონების წყარო, ესთეტიკური ობიექტი და პრაქტიკული სახელმძღვანელო — იდეალური არჩევანია ახალ სახლში. „Roma in Cucina“ არა მხოლოდ გვაცნობს რომაული სამზარეულოს კულტურას, არამედ ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და წიგნის კარადაში ან სამზარეულოს ღია თაროზე ნამდვილად დაამშვენებს ინტერიერს. თუ შენს მეგობარს უყვარს კულინარია ან იტალია — ეს წიგნი მისთვის იდეალური საჩუქარია.
ამ მოდელის შესაძენად გადადით ბმულზე
5. სასანთლე TULIP
სასანთლე ყოველთვის მუშაობს როგორც სიმყუდროვის მცირე კერა ინტერიერში. ეს მოდელი თავისი თანამედროვე ფორმითა და დახვეწილი დეტალებით განსაკუთრებით კარგად ჯდება მინიმალისტურ ან სკანდინავიურ სივრცეებში. იდეალურია სადღესასწაულო საღამოებისთვის, ყოველდღიური სილამაზისთვის ან უბრალოდ პატარა ინტერიერულ მადლიერებად.
ამ მოდელის შესაძენად გადადით ბმულზე