in

ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი სახლი იბიცაზე

Banner M2
Banner M2

იბიცას მთებში არის ერთი თეთრი, ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი სახლი, რომელშიც იდეალურადაა ადგილობრივი განწყობა წარმოჩენილი.

სახლი ბეტონის, ქვის, ხისა და ხელნაკეთი ნივთების ნაზავს წარმოადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი კედლები მთლიანად თეთრია. ამ სახლში ყველა ნივთი თუ ფერი განწყობის შემქმნელ როლს თამაშობს. მაგალითად, აქ ვხვდებით საკმაოდ ბევრ ხის ნივთს, რომლებიც ახლა თუ დეკორის როლს თამაშობენ, საუკუნეების წინ კონკრეტული ფუნქციებით იყვნენ დატვირთულები.

სახლში ვხვდებით ნახატებსაც, რომლებიც იდეალურად ერწმის ინტერიერს – მათზე აბსტრაქტული ფორმებია გამოსახული. ამ ნახატებს ინტერიერის გამაცოცხლებელი მისია აკისრიათ და თავიანთი ფერებით ეს მართლაც გამოსდით.

მოცემულ სივრცეში ავეჯს უფრო ცოტა რაოდენობით ვხვდებით, ვიდრე სტანდარტულ სახლებში, რადგანაც აქაურობა, ასე ვთქვათ, ქვისგანაა გამოთლილი და სკამებისა თუ დივნების ადგილიც ქვისაა. მოცემულ ფორმებში კი ჩასმულია ბალიშები. აქაური ავეჯი, ძირითადად, ხისაა – მათ ვხვდებით სამზარეულოსა და სასადილო ოთახში.

როგორც ჩანს, სივრცეში ფერების შესატანად სახლის მფლობელი არამხოლოდ ნახატებს, არამედ ჭურჭელს, თეთრეულს, ხალიჩებსა და სხვადასხვა ნივთს იყენებს.

სახლს აქვს ძალიან ლამაზი გარე სივრცეც, რომელსაც ძველებური ხის მაგიდა და სკამები ამშვენებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სახლი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და ის ზეთის ხილის ხეებით არის გარშემორტყმული.

არნე იაკობსენის არქიტექტურული ფუნქციონალიზმი

რემონტის გიდი: როდის არის შესაძლებელი ძველი პარკეტის გარემონტება და შენარჩუნება