in

რემონტის გიდი: როდის არის შესაძლებელი ძველი პარკეტის გარემონტება და შენარჩუნება

პარკეტი იატაკის საკმაოდ პრეტენზიული საფარია. მასზე ხშირად სხვადასხვა სახის დეფექტები ჩნდება. ეს შესაძლებელია იყოს იატაკის ფიცრების დაზიანება, ნაპრალის გაჩენა ან ნესტის ზემოქმედებით პარკეტის ამობურცვა. ბევრი ამ პრობლემათაგან შესაძლებელია ზედაპირის მთლიანი გამოცვლის გარეშე გამოსწორდეს. საკმარისია დამატებითი მოხვეწა და წერტილოვანი რემონტი.

1. დაკაწრული ლაქი

პარკეტის იატაკს სხვადასხვა შემადგენლობებით ფარავენ: ცვილი, ზეთი და ლაქი. პრიალა ლაქზე ნაკაწრები მეტად ჩანს. ისინი არ არის იატაკის საფარის გამოცვლის მიზეზი. საკმარისია ზედაპირის მოხვეწა და ლაქით ხელმეორედ დამუშავება. ამასთან, ძველი ლაქის ფენა მთლიანად უნდა მოიხსნას.

2. პარკეტის ზედაპირზე ამონატეხების გაჩენა

არასასიამოვნოა, როცა დეკორატიული პარკეტის იატაკზე ამოტეხილი უბნები ჩნდება. ისინი უხარისხო ლაქის მიზეზითა და არასწორი ექსპლუატაციის შედეგად ჩნდება. თუ რამდენიმე ასეთი ამოტეხილი უბანი გაჩნდა, ლაქის ფენაა მოსახსნელი. პარკეტი მოსახვეწი და ლაქით თავიდან დასაფარია. თუ ამოტეხილი ნაწილი ზედმეტად დიდია და თვითონ პარკეტის ფიცარიც დაზიანებულია, ის ახლით უნდა შეიცვალოს. როგორც წესი, ამისთვის პარკეტის  მონარჩენს ან მსგავს ახალი პარკეტის ფიცარს იყენებენ. მისი შეძენა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს.

3. დაბზარული საპარკეტე ფიცარი

თუ რომელიმე ფიცარი დაიშალა ან უბრალოდ დაიბზარა, ის უნდა გამოიცვალოს. ერთი ფიცრის მთლიანობის დარღვევასაც კი მთლიანი იატაკის არასტაბილურობის გამოწვევა შეუძლია. სხვა ფიცრებზე დატვირთვა გაიზრდება, გაჩნდება ჭრიალის ხმა და მოგვიანებით, იატაკის დიდი უბნის გამოცვლა გახდება აუცილებელი.

უმჯობესია დროულად მოხდეს ერთი დაზიანებული ფიცრის გამოცვლა, რაც რთული არ არის. ამისთვის ძველი უნდა დაიხლიჩოს და მოიხსნას, ცარიელი ადგილი ძველი წებოსა და ჭუჭყისგან კარგად უნდა გაიწმინდოს, ახალ დეტალს მალი უნდა მოეჭრას (წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ ჩაჯდება) და გასუფთავებულ ადგილში ჩაწებდეს. ზემოდან სიმძიმე ისე უნდა დაიდოს, რომ სიმძიმის ზემოქმედება რამდენიმე მეზობელ ფიცარზეც გავრცელდეს.

4. წყლისგან ამობურცული პარკეტი

ნატურალური ხე ნესტისადმი ძალიან მგრძნობიარეა. თუ პარკეტი ამოიბურცა, ახალი იატაკის შეკვეთას ნუ იჩქარებთ. ეს მონაკვეთი შესაძლებელია გარემონტდეს. დაზიანებული ფიცრები უნდა მოშორდეს, მათ ადგილზე კი ძველი წყობის მიხედვით ახალი ჩადგეს. ამის შემდგომ ზედაპირის მოხვეწა და ლაქით/ზეთით დაფარვა ხდება. დაზიანებული დეტალები იგივე პრინციპით იცვლება, როგორც ერთი.

5. პარკეტის ჭრიალი

იატაკი რამდენიმე მიზეზით შეიძლება აჭრიალდეს. მაგალითად, თუ შენობაში ზედმეტად მშრალი ჰაერია და ფიცრები გამოშრა, დეფორმირება მიიღო და გადაბმის  ადგილებით ერთმანეთს ეხახუნება. ან წებო, რითაც პარკეტია დამაგრებული – დაიბზარა, იატაკის ძირმა სიმტკიცე დაკარგა და პარკეტი მოირყა. ყველა შემთხვევაში აღდგენა ლოკალური დაზიანების განახლებით უნდა დავიწყოთ. ჯერ მოჭრიალე იატაკის ფიცრები იცვლება, თუ ხმა შენარჩუნდა, მაშინ საფარი მთლიანად შესაცვლელი იქნება.

6. პატარა მონაკვეთზე გაჩენილი ლაქები

თუ შემთხვევით რამე შეფერილი ან ქიმიურად აგრესიული სითხე დაგეღვარათ, ჯერ პარკეტის ზედა ფენის მოხვეწა და მისი ახალი დამცავი ფენით დაფარვა სცადეთ. ღრმა დაზიანების შემთხვევაში, იატაკის გაფუჭებული  ნაწილი ახლით უნდა შეიცვალოს.

7. პატარა ნაპრალების გაჩენა

5 მმ ზომამდე პატარა ნაპრალები შესაძლებელია ამოივსოს. ამისთვის პარკეტს ჯერ მოხვეწავენ, შემდგომ ნაპრალს სპეციალური შემადგენლობით ავსებენ. ამის შემდგომ დამუშავებული ადგილი კარგად უნდა გაშრეს. ფითხით მთელი ზედაპირი სწორდება. კონსისტენციის მიხედვით ფითხის ბოლო ფენა არაჟნისმაგვარი სისქის უნდა იყოს.  შპატელის მეშვეობით მას პარკეტზე თანაბრად ანაწილებენ, ხოლო გაშრობის შემდგეგ იატაკს კვლავ ხვეწავენ.

პატარა ნაპრალების გარემონტების კიდევ ერთი ვარიანტი მათი ხის ანათლებით ამოვსებაა. ანათლებს ღრმად ტენიან ნაპრალში, იატაკის დონეზე 1,5 მმ-ით ქვევით, შემდგომ კი წებოს ასხამენ.

ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია ძველი პარკეტის გარემონტების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

 

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი სახლი იბიცაზე

ქვისა და ხის თანამედროვე შერწყმა ერთ სახლში – Zooco Estudio-ს ნამუშევარი