in

როგორ აღვადგინოთ დაზიანებული პარკეტი სახლის პირობებში? – 3 მარტივი მეთოდი

IPS
IPS

პარკეტი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძვირადღირებულ იატაკის საფარად. შესაბამისად, როდესაც ასეთი იატაკის შეკეთების საჭიროება ჩნდება, ადამიანების უმეტესობა დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართავს. პარკეტთან მუშაობა ნამდვილად მოითხოვს გარკვეული სახის ცოდნას და უნარებს, რათა მასალა არ დაზიანდეს, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების შესრულება სახლის პირობებში, პროფესიონალების დახმარების გარეშეც არის შესაძლებელი.

ასეთი იატაკის საფარის აღსადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი და ეს მის მდგომარეობაზე, ცვეთასა და დეფორმაციის ან დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

ზოგადად, პარკეტის შეკეთების პროცესი შემდეგ ეტაპებად იყოფა:

გეგმური რემონტი – ტარდება გარკვეული ინტერვალებით და ეს ინტერვალები საშუალოდ 3-5 წელიწადია. თუ ასეთი სახის რემონტი რეგულარულად ჩატარდება, იატაკის საფარი მწარმოებლის მიერ მითითებულ პერიოდზე მეტხანს გაძლებს.

დაზიანებული ნაწილების აღდგენა – საჭიროა, როდესაც მასალაზე ჩნდება შესამჩნევი ლაქები, ნაკაწრები და სხვა სახის დაზიანება. უფრო მეტად, ამ სახის აღდგენას მიმართავენ აბრაზიების გაჩენის დროს. რემონტის ფარგლებში აუცილებელია პარკეტის ზოლების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა.

ძირითადი რემონტი – საჭიროა, როდესაც იატაკის საფარის სრულიად შეცვლა გარდაუვალია, მაგალითად, დატბორვის შემდეგ ან კაპიტალური რემონტის დროს. ამ შემთხვევაში ხდება პარკეტის დემონტაჟი და ახლის დაგება.

სხვადასხვა სახის დაზიანების აღმოსაფხვრელად პარკეტის შეკეთების რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს:

დეფექტების და ბზარების აღმოფხვრა

ყველაზე მარტივი მეთოდი, რომელიც საშუალებას გაძლებთ, ფრთხილად და საიმედოდ მოაშოროთ ლაქები, ბზარები და ნაკაწრები, გულისხმობს სპეციალური კოსმეტიკური ნაერთებისა და ხსნარების გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი ამართლებს მაშინ, როდესაც ბზარების სიგანე და სიღრმე 4-5მმ-ს არ აღემატება.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნაერთის ყიდვას ვერ ახერხებთ, მისი მომზადება სახლის პირობებში, ნახერხისა და ლაქის გამოყენებით შეგიძლიათ. ამ ორ კომპონენტს შორის თანაფარდობა ¼ უნდა იყოს. მიღებული მასა უნდა წააგავდეს არაჟნის მსგავს ტექსტურას.

ნარევი უნდა წაუსვათ უშუალოდ დაზიანებულ ადგილს, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი მთლიანად გამაგრდება, უნდა დაიფაროს 2 ფენად, პარკეტისთვის განკუთვნილი სპეციალური ლაქის გამოყენებით.

პარკეტის გახეხვის მეთოდი ზუმფარას ქაღალდით

თუ საფარი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ოდნავ გაცვეთილია, დაკარგა ბზინვარება ან ზედაპირზე დეფექტები გაჩნდა, მისი შეკეთება შეიძლება „გახეხვის მეთოდის“ გამოყენებით, რაც საკმაოდ მარტივი სამუშაოა.

პარკეტის გახეხვა გულისხმობს იატაკის საფარის ზედაპირის მექანიკურ დამუშავებას. ამ შემთხვევაში, სპეციალური აღჭურვილობის ან ხელსაწყოების გამოყენებით, ხის ზედა, ძალიან თხელი ფენა იჭრება, რის შემდეგაც ზედაპირი მუშავდება საღებავითა და ლაქით.

ზუმფარის ქაღალდით გაპრიალებით შეგიძლიათ მოაგვაროთ პარკეტის შემდეგი პრობლემები: დეფექტები (ნაკაწრები, აბრაზიები), რომლებიც ხშირად ავეჯის გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება, განსხვავებები და უთანასწორობა. ასევე იატაკის გაფხვიერება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შიდა კლიმატური პირობებით.

პარკეტის გახეხვის ეტაპები

იატაკის საფარის გახეხვის პროცესი რამდენიმე ნაწილად იყოფა. მაგრამ, სანამ რაიმე სახის სამუშაოებს დაიწყებთ, აუცილებელია იატაკის მომზადება. პირველ რიგში, ოთახი უნდა გათავისუფლდეს ზედმეტი ნივთებისგან, მათ შორის ავეჯისგანაც. თუ რესტავრაციის ჩატარებას რამდენიმე ოთახში აპირებთ, სასურველია, კარის ზღურბლების დემონტაჟიც, ხოლო ლითონის ნივთები, მაგალითად ლურსმნები, ხრახნები და მსგავსი ელემენტები უნდა იყოს იატაკში ჩაღრმავებული მინიმუმ 5მმ სიღრმეზე.

ამის შემდეგ, იატაკის საფარს უნდა მოაშოროთ ნებისმიერი სახის ჭუჭყი და მტვერი, საღებავები, ლაქი და სასურველია დატოვოთ ასეთ მდგომარეობაში ერთი დღის განმავლობაში. უკვე მზა იატაკი უნდა შემოწმდეს დეფექტებზე, თითოეული ის ნაწილი, რომელიც ძალიან არის დაზიანებული, უნდა შეიცვალოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პარკეტის დაფები იატაკზე კარგად იყოს დამაგრებული.

პარკეტის ხელით გახეხვა შემდეგი ნაბიჯებისგან შედგება:

1.ხის ზედა ფენა იჭრება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. გარეგნულად ეს ხელსაწყო ხის სახელურს წააგავს, რომელსაც ერთ მხარეს დანა აქვს. მისი შეძენა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სარემონტო ნივთებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში. საფარის დამუშავების დროს დარწმუნდით, რომ ზედაპირს ერთი და იგივე ძალით აწვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ განსხვავებას სიღრმეში.

2.თუ პარკეტზე გაჩნდა ღრმა ბზარები ან ნაკაწრები, რომელთა აღმოფხვრა შეუძლებელია, სიცარიელეები უნდა შეივსოს სპეციალური ხსნარებით.

3.გახეხვის ბოლო ეტაპია პარკეტზე საღებავისა და ლაქის წასმა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ განსხვავებული, უფრო ღია ან მუქი ფერის ჩრდილი, რაც გახეხვის მეთოდის ერთ-ერთი დამატებითი უპირატესობაა.

ფხვიერი და მოძრავი პარკეტი

როდესაც პარკეტის ზოგიერთი ნაწილი ფხვიერი ხდება, პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებული წებოს გამოყენებაა.

წებო ტრადიციული და ყველაზე გავრცელებული გზაა პარკეტის შესაკეთებლად. თუ რამდენიმე დაფა დასუსტებულია, საჭიროა მათი ამოღება და დაფის ორივე მხარეს პატარა ზომის ხვრელების გაკეთება. ორივე ხვრელი უნდა შეივსოს ძლიერი წებოთი, შემდეგ დაუბრუნდეს თავის ადგილს და იმ შემთხვევაში, თუ გადაბმებს შორის არსებობს რაიმე სახის სიცარიელე ან დაშორება, შეივსოს ნახერხით ან სპეციალური ნაერთით.

წებოს გაშრობის შემდეგ პარკეტის ერთი დაფა საგულდაგულოდ ეწებება მეზობელ დაფებს, რაც აგვარებს ფხვიერი და მოძრავი იატაკის საფარის პრობლემას, თუმცა, გაითვალისწინეთ რომ ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში წებოს გაშრობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მასზე მექანიკურ ზეწოლას.

ამ რამდენიმე მარტივი მეთოდის გამოყენებით, შეძლებთ სახლში იატაკის საფარი მისი დემონტაჟისა და შეცვლის გარეშე შეაკეთოთ, დამატებით კი არ დაგჭირდებათ ექსპერტებისა და პროფესიონალების დახმარება, რაც ხანგრძლივ სარემონტო სამუშაოებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

არქიტექტურული სივრცე, როგორც მოგზაურობის შესაძლებლობა ადამიანისთვის — ინტერვიუ გოგიკო საყვარელიძესთან

ვილა ბრაზილიაში – Solange Cálio Arquitetos-ს ნამუშევარი