in

სახლი მელბურნში ჩრდილო – დასავლეთის ხედებით – InForm-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

პროექტი, სახელწოდებით Brighton 8 მელბურნში დაფუძნებული არქიტექტურული და სამშენებლო სტუდია InForm-ის ნამუშევარია. ესაა სახლი ჩრდილო-დასავლური ხედებითა და სასიამოვნო/გასართობი გარე სივრცით.

პროექტი ორი მაღალი სართულისგან შედგება. ქვედა სართული მოიცავს გასართობ ოთახს, ეზოს, სტუმრების საძინებელსა და მარანს. ზედა სართულზე განთავსებულია სხვა ყველა საძინებელი ოთახი, სადაც ინტერიერის პალიტრა უფრო განსხვავებულია, განსაკუთრებით, ბავშვების საძინებლებში. მშობლების საძინებელს კი აქვს ჩრდილო – დასავლეთის ხედი.

გარეგნულად შენობას აქვს მინიმალისტური სკულპტურული ხარისხი – შენობას აქვს მონოქრომატული ბეტონის კედლები, რომელშიც ჩაშენებულია დიდი ზომის მინები.

არქიტექტურული და სამშენებლო სტუდია: InForm

ფოტოგრაფი: Derek Swalwell

როგორ შევამციროთ მტვერი სახლში – 10 პრაქტიკული ხერხი

ბინა ბაგებში მწვანე აქცენტით – ანნა ნუცუბიძის პროექტი