in

1920 წელს აშენებული მშვიდი საოჯახო სახლი შვედეთში

Banner M2
Banner M2

1920 წელს აშენებული ეს სკანდინავიური ვილა ახლახან გარემონტდა, რათა შექმნილიყო მშვიდი საოჯახო სახლი თანამედროვე ელემენტებით, რომლებიც მის ისტორიულ მახასიათებლებთან იქნებოდა შერწყმული. 200 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საოჯახო საცხოვრებელს აქვს ლამაზი, დიდი, ღია დაგეგმარების საცხოვრებელი ზონები და ხუთი საძინებელი.

ერთი რამ, რასაც ამ შვედურ სახლში მყისიერად შეამჩნევთ, არის ბუნებრივი სინათლე, რომლითაც გაჯერებულია სივრცეები. ეს თანამედროვე ოთახებში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.

მთელ სახლს ამშვენებს მშვიდი, ნეიტრალური ფერთა პალიტრა ღია ნაცრისფერი კედლებითა და თეთრი ავეჯით. ხის იატაკი და ფილებით მოპირკეთებული ბუხარი კი სივრცეს მეტ სიმყუდროვესა და სითბოს სძენს.

საცხოვრებელი ფართი აღჭურვილია ულამაზესი ისტორიული ბუხრით, ერკერითა და თეთრი პანელებით, რომლებიც სახლს უფრო მომხიბვლელს ხდის.

დიდ სამზარეულოში თეთრი კარადები, ხის სამუშაო ზედაპირები და თეთრი ფილები ერთმანეთს საუცხოოდ ერწყმის.

სამზარეულოს გვერდით არის სასადილო ოთახი, სადაც ბუნებრივი შუქი ფანჯრების საშუალებით რამდენიმე მიმართულებით შემოდის. ორმაგი კარების გავლით კი მოხვდებით ვერანდაზე, რომელიც სახლის წინა მხარეს მდებარეობს.

მთავარი საძინებელი რბილ ნაცრისფერ ელფერშია გაფორმებული, ჩაშენებული კარადები კი ოთახს მოწესრიგებულ სივრცედ აქცევს.

დახრილი ჭერის პირობებში საძინებლის მოწყობა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ პატარა ოთახში ეს მოცემულობა სპეციალურად დამზადებული ჩაშენებული კარადების მოსათავსებლად არის გამოყენებული.

ალიანს პალასი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ამერიკული მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality EMEA-ს პარტნიორი გახდა

ზაფხულის დაუვიწყარი განწყობა „Mon Chou“-ში – „DODO Designs“-ის ნამუშევარი ფალიაშვილის ქუჩაზე