in

სარეცხის საშრობი -7 განსხვებული ვარიანტი თბილისის მაღაზიებიდან

სარეცხის საშრობი ყველა ოჯახში აუცილებელი და საჭირო ნივთია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გვიმარტივებს სახლის საქმეებს და პირადი ნივთების მოწესრიგებაში გვეხმარება. თანამედროვე ბაზარზე, გარდა სტანდარტული საშრობებისა, განსხვავებული, საინტერესო მოდელებიც გვხვდება, რომლებიც უფრო მრავალფეროვანს ხდის მათ გამოყენებას და ჩვენს  საჭიროებებს ერგება. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ, განსხვავებული დიზაინის სარეცხის საშრობებს შემოგთავაზებთ, რომლებიც კომფორტული გამოსაყენებელია და ინტერიერსაც მიმზიდველ შტრიხებს სძენს.

სტანდარტული გასაშლელი საშრობი

„Brabantia“-ს ბრენდის ხარისხიანი, გამძლე და ფუნქციური საშრობი ნებისმიერ სახლში შეუცვლელი ნივთი იქნება. მოდელი საკმაოდ ტევადია და მასზე როგორც დიდი, ასევე მცირე ზომის ნივთების მოთავსება შეიძლება. ამავდროულად, ის კომფორტული გამოსაყენებელია და სპეციალური საკეტის დახმარებით მარტივად გადაადგილდება. რაც მთავარია, საშრობი არ აზიანებს იატაკს და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

დასაკეცი ვერტიკალური საშრობი   

ძალიან მოსახერხებელი, დასაკეცი ვერტიკალური საშრობი თქვენს ყოველდღიურობას საგრძნობლად გაამარტივებს.  მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს და ნებისმიერ სივრცეში მარტივად თავსდება. ამავდროულად, დიზაინითაც საკმაოდ მიმზიდველი და დახვეწილია, ამიტომ ამ ელემენტის დამატებით, ინტერიერის გალამაზებასაც შეძლებთ.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ჭერზე დასამაგრებელი საშრობი 

ამგვარი მოდელის მონტაჟი მარტივად შეგიძლიათ აივანსა და გარე, დახურულ სივრცეში, რაც  ტრადიციული საშრობისთვის განკუთვნილ ადგილს დაგიზოგავთ და ზედმეტი საყოფაცხოვრებო ნივთების საჭიროებას შეგიმცირებთ. ამასთანავე, მისი დახმარებით ცუდი ამინდის პირობებშიც, სარეცხის გაშრობას სუფთა ჰაერზე თავისუფლად შეძლებთ.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

რადიატორზე დასაკიდებელი საშრობი

რადიატორზე დასაკიდებელი საშრობი, პატარა მაგრამ საკმაოდ კომფორტული და კომპაქტური ნივთია, რომელზეც თავისუფლად მოათავსებთ მცირე ნივთებსა თუ ფეხსაცმელებს და  საკმაოდ მარტივად, სწრაფად გააშრობთ სარეცხს. იმის გამო, რომ მოდელი დიდ ადგილს არ იკავებს, რადიატორის გარდა საშრობი შეგიძლიათ  აივანზე ან ავეჯზე დაკიდოთ და ამგვარად გააშროთ ტანსაცმელი.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს 

გასაჭიმი სარეცხის საშრობი

„Brabantia“-ს გასაჭიმი სარეცხის საშრობი განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის და ნებისმიერ ზონაში მარტივად მონტაჟდება. ის კედლის ორ მოპირდაპირე მხარეს მაგრდება და სხვადასხვა ზომის ტექსტილისთვის გამოიყენება. რაც მთავარია, მცირე ადგილს იკავებს და სივრცეს ზოგავს.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

წინდების საშრობი 

ამ კომპაქტური მოდელის მოთავსება შესაძლებელია როგორც კედელზე, ისე აივანზე, მოაჯირსა თუ სხვადასხვა ობიექტზე. პროდუქტს აქვს 26 სარჭი, რომლებზეც მცირე ზომის ან შედარებით მოზრდილი სარეცხი მაგრდება და მის უსაფრთხო გაშრობას უზრუნველყოფს.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

კედლის დასაკეცი საშრობი 

მოსახერხებელი და კომფორტული მოდელია კედლის დასაკეცი საშრობიც, რომელიც კედელზე მაგრდება, დიდ ადგილს არ იკავებს და სრულყოფილად აშრობს სხვადასხვა ზომის სარეცხს.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ავტორი: მეკო მეტრეველი

სხვადასხვა ეპოქის სტილით შთაგონებული ინტერიერი სტამბის შენობაში

“ჯანსაღი და ძლიერი ადამიანების სამჭედლო” — ლევან როგავა გოჯუ-რიუს აკადემიის შესახებ